საერთაშორისო უშიშროების დახმარების ძალები
From Wikipedia, the free encyclopedia
საერთაშორისო უშიშროების უზრუნველყოფის ძალები (ინგლ. International Security Assistance Force; ISAF) — ავღანეთის ტერიტორიაზე ნატოს ეგიდითა და მეთაურობით მოქმედი საერთაშორისო სამხედრო კონტინგენტი, რომლის მისია ავღანეთში სტაბილურობისა და გრძელვადიანი უშიშროების უზრუნველყოფაა.
ISAF-ი ჩამოყალიბდა 2001 წლის 20 დეკემბერს გაეროს უშიშროების საბჭოს №1386 რეზოლუციის საფუძველზე. ძალების საწყისი მისია იყო ქაბულსა და მის გარშემო ტერიტორიაზე სტაბილურობის დამყარება, რათა ჰამიდ კარზაის დროებით მთავრობას შეძლებოდა ძალაუფლების ხელში აღება.
2003 წლის 13 ოქტომბერს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით ISAF-ის მანდატი გავრცელდა მთელ ავღანეთზე.
დღესდღეობით ISAF-ი წარმოადგენს საერთაშორისო სამხედრო კოალიციას, რომელშიც მსოფლიოს 50-მდე ქვეყანა და 110,000-მდე ჯარისკაცი მონაწილეობს. ISAF-ი ავღანეთის მთელ ტერიტორიაზე აწარმოებს ბრძოლას თალიბანის, ალ-კაიდასა და სხვა ექსტრემისტული ორგანიზაციების წევრებთან.