ხორცის რუხი ბუზები
From Wikipedia, the free encyclopedia
ხორცის რუხი ბუზები[1] (ლათ. Sarcophagidae) — ორფრთიანი მწერების ოჯახი. სხეულის სიგრძე 4–14 მმ-ია, ჩვეულებრივ რუხები არიან, ხშირად მუცელზე ჭადრაკული მოხატულობით. გავრცელებული არიან მთელ მსოფლიოში. ცნობილია 2500-მდე სახეობა (უპირატესად ტროპიკებში). გვხვდებიან ყვავილებზე, ლეშზე, ნარჩენებზე და სხვ. როგორც წესი, ცოცხლად შობენ შთამომავლობას. მატლები ნეკროფაგები, კოპროფაგები, მტაცებლები და ხერხემლიან და უხერხემლო ცხოველთა პარაზიტები არიან. ხორცის რუხ ბუზებს შორისაა მრავალი სინანთროპული სახეობა, რომლებსაც ნაწლავური ინფექციები გადააქვთ. ვოლფარტის ბუზის მატლები ცხოველებსა და ადამიანში იწვევენ მიაზებს. Senotainia tricuspis-ის მატლები პარაზიტობენ მეთაფლია ფუტკარზე. ბუნებაში არსებით როლს ასრულებენ ცხოველთა ლეშების განადგურებაში.[2]
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ხორცის ბუზები. |
სწრაფი ფაქტები ხორცის რუხი ბუზები, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ხორცის რუხი ბუზები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Sarcophaga bercaea | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Sarcophagidae (Macquart, 1834) | ||||||||||||
|
დახურვა