ნეკროფაგია
From Wikipedia, the free encyclopedia
ნეკროფაგია (ბერძ. νεϰρός — „მკვდარი“ და φάγος — „შთამნთქმელი“), ლეშისმჭამელობა — ცხოველთა კვების რეჟიმი, როდესაც ისინი სხვა ცხოველების ლეშით იკვებებიან. ნეკროფაგებს შორისაა მრავალი მწერი (ლეშიჭამიასებრნი, ტყავიჭამიასებრნი, ორფრთიანთა მატლები), ზოგიერთი ფრინველი (ორბი, სვავი, მარაბუ, ყორანი) და ძუძუმწოვარი (აფთარი, ტურა).[1][2]
ნეკროფაგები აგრეთვე ეწოდებათ ფაგოციტებს, ისინი შთანთქავენ ქსოვილთა ნარჩენებს, რომლებიც გამუდმებით კვდებიან და ახლდებიან.[3]