გაერთიანებული ტაქსონომიის საინფორმაციო სისტემა
From Wikipedia, the free encyclopedia
გაერთიანებული ტაქსონომიის საინფორმაციო სისტემა (ინგლ. Integrated Taxonomic Information System, აბრევიატურა ITIS) — სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობა აშშ-ს, კანადასა და მექსიკას შორის, რომლის მიზანია ყველა ბიოლოგიური სახეობისთვის სრული და ყოვლისმომცველი ღია ტაქსონომიური მონაცემთა ბაზის შექმნა და მხარდაჭერა.
სწრაფი ფაქტები გაერთიანებული ტაქსონომიის საინფორმაციო სისტემა, საიტი ...
გაერთიანებული ტაქსონომიის საინფორმაციო სისტემა | |
---|---|
საიტი | www.itis.gov |
კომერციულობა | არა |
საიტის ტიპი | ბიოლოგიური სახეობების მონაცემთა ბაზა |
გაეშვა | 1996 |
ამჟამინდელი სტატუსი | აქტიური |
დახურვა
შეიქმნა 1996 წელს აშშ-ის ფედერალური სააგენტოების, მათ შორის აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს, აშშ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით.[1][2]