ჩრდილოური პუტასუ
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩრდილოური პუტასუ[1] (ლათ. Micromesistius poutassou) — თევზი ვირთევზასებრთა ოჯახისა. სიგრძეში 47 სმ-მდეა, ჩვეულებრივ 30–35 სმ. ზურგი შეფერილია მოცისფრო-რუხად, გვერდები მოვერცხლისფროა, მუცელი თეთრი; მკერდის ფარფლის ძირში მუქი ლაქაა. გავრცელებულია ატლანტის ოკეანეში, ნიუფაუნდლენდის დიდი ბანკიდან ბერენცის ზღვის დასავლეთ ნაწილებამდე, აგრეთვე სამხრეთი გრენლანდიიდან, ისლანდიიდან და შპიცბერგენიდან სამხრეთით ჩრდილოეთ აფრიკამდე, მ.შ. ხმელთაშუა ზღვის დასავლეთ ნაწილში. ქარავნული პელაგური თევზია. ბინადრობს 20-დან 800 მეტრამდე სიღრმეზე (ჩვეულებრივ 30–400 მ). ტოფობს 1–4 წელში, თებერვალ – მარტში (არეალის სამხრეთ ნაწილში); ნაყოფიერება 51–278 ათასი ქვირითი.[2]
სწრაფი ფაქტები ჩრდილოური პუტასუ, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ჩრდილოური პუტასუ | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Micromesistius poutassou (Risso, 1827) | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
სია
| |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
დახურვა