ურუგვაი
From Wikipedia, the free encyclopedia
ურუგვაი (ესპ. Uruguay), ოფიციალურად ურუგვაის აღმოსავლეთი რესპუბლიკა[7] (ესპ. República Oriental del Uruguay [reˈpuβlika oɾjenˈtal del uɾuˈɣwai]) — სახელმწიფო სამხრეთი ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება ბრაზილია, დასავლეთით — არგენტინა. ურუგვაის მოსახლეობა 3,3 მლნ ადამიანს შეადგენს,[2] რომელთაგან 1,8 მლნ დედაქალაქ მონტევიდეოს მეტროპოლიურ არეალში ცხოვრობს.[2] მოსახლეობის დაახლოებით 88% ევროპული წარმოშობისაა. 176 000 კმ² ფართობით, ურუგვაი სამხრეთ ამერიკის ყველაზე პატარა სახელმწიფოა ტერიტორიის მხრივ, სურინამის შემდეგ.
მდინარე ურუგვაისთვის, იხილეთ ურუგვაი (მდინარე). |
ურუგვაის აღმოსავლეთი რესპუბლიკა República Oriental del Uruguay ურუგვაი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: „Libertad o Muerte“ „თავისუფლება ან სიკვდილი“ |
||||||
ჰიმნი: Himno Nacional de Uruguay ურუგვაის ეროვნული ჰიმნი |
||||||
დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი | მონტევიდეო 34°53′ ს. გ. 56°10′ დ. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ესპანური | |||||
აღიარებული რეგიონული ენები | პორტუგალიური | |||||
ეთნიკური ჯგუფები (2011[1]) |
|
|||||
ეთნოქორონიმი | ურუგვაელი | |||||
მთავრობა | უნიტარული საპრეზიდენტო კონსტიტუციური რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | ლუის ლაკალიე პოუ | ||||
- | ვიცე-პრეზიდენტი | ბეატრის არხიმონი | ||||
საკანონმდებლო ორგანო | გენერალური ასამბლეა | |||||
- | ზედა პალატა | სენატორთა პალატა | ||||
- | ქვედა პალატა | დეპუტატთა პალატა | ||||
დამოუკიდებლობა ბრაზილიის იმპერიისგან | ||||||
- | გამოცხადება | 25 აგვისტო, 1825 | ||||
- | აღიარება | 28 აგვისტო, 1828 | ||||
- | კონსტიტუცია | 18 ივლისი, 1830 | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 176 215 კმ2 (91-ე) | ||||
- | წყალი (%) | 1.5 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2013 შეფასება | 3 324 460[2] (133-ე) | ||||
- | 2011 აღწერა | 3 286 314[3] | ||||
- | სიმჭიდროვე | 18.87 კაცი/კმ2 (198-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2014 შეფასება | |||||
- | სულ | $59.201 მილიარდი[4] (91-ე) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $17 391[4] (61-ე) | ||||
მშპ (ნომინალი) | 2014 შეფასება | |||||
- | სულ | $58.283 მილიარდი[4] (78-ე) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $17 121[4] (45-ე) | ||||
ჯინი (2010) | 45.3[5] საშუალო |
|||||
აგი (2013) | 0.790[6] მაღალი · 50-ე |
|||||
ვალუტა | ურუგვაული პესო (UYU ) |
|||||
სასაათო სარტყელი | UTC-03:00 | |||||
- | ზაფხული (DST) | UTC-02:00 (UTC) | ||||
მოძრაობა | მარჯვენა | |||||
სატელეფონო კოდი | +598 | |||||
ინტერნეტ-დომენი | .uy |
1680 წელს პორტუგალიელებმა დააარსეს ერთ-ერთი ყველაზე ძველი ევროპული დასახლება ურუგვაიში — კოლონია-დელ-საკრამენტო. XVIII საუკუნის დასაწყისში ესპანელებმა სამხედრო ციხესიმაგრის სახით დააარსეს მონტევიდეო.[8] 1811–1828 წლებში ესპანეთთან, პორტუგალიასთან, არგენტინასთან და ბრაზილიასთან ომების შემდეგ ურუგვაიმ დამოუკიდებლობა მოიპოვა. დღეისათვის იგი დემოკრატიული კონსტიტუციური რესპუბლიკაა, პრეზიდენტით, რომელიც როგორც სახელმწიფოს, ისე მთავრობის მეთაურია.
ურუგვაი პირველ ადგილზეა ლათინურ ამერიკაში დემოკრატიის, მშვიდობის, კორუფციის ნაკლებობისა და ცხოვრების ხარისხის ინდექსის მაჩვენებლებით;[9] ასევე პირველია სამხრეთ ამერიკაში პრესის თავისუფლების, საშუალო კლასის ზომის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მხრივ.[9] ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, ურუგვაის მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანაზე მეტი წვლილი შეაქვს გაეროს სამშვიდობო მისიებში.[9] ქვეყანა რეგიონში მეორეა ეკონომიკის თავისუფლების, შემოსავლების თანასწორობის, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ.[9] ურუგვაი მესამე საუკეთესო ქვეყანაა კონტინენტზე ადამიანის განვითარების ინდექსის, ეკონომიკის ზრდის, ინოვაციებისა და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით.[9][10] გაეროს მიერ ურუგვაი შეფასებულია როგორც მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყანა — ერთადერთი მსგავსი მონაცემის მქონე სახელმწიფო ამ რეგიონიდან ჩილესთან ერთად. ურუგვაი მნიშვნელოვანი ექსპორტიორია ისეთი პროდუქტებისა, როგორებიცაა მატყლი, ბრინჯი, სოია, ძროხის გაყინული ხორცი, ალაო და რძე.[9]
2013 წელს, მარიხუანას წარმოების, გაყიდვისა და მოხმარების მიმართ ინოვაციური პოლიტიკის შემოღებისათვის, ჟურნალმა ეკონომისტმა ურუგვაი „წლის ქვეყნად“ დაასახელა.[11] ქვეყანაში ასევე ლეგალურია ერთსქესიანი ქორწინება და აბორტი, რის შედეგადაც, ურუგვაი მიიჩნევა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალურ და სოციალურად განვითარებულ სახელმწიფოდ. რეგიონში სამაგალითოა და მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანის უფლებების, ტოლერანტობისა და ჩართულობის საკითხების მხრივ.[12]