სამხრეთ კაროლინა (ინგლ. South Carolina) — შტატი აშშ-ში. მდებარეობს ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მას ჩრდილოეთით ჩრდილოეთი კაროლინა, სამხრეთით და დასავლეთით კი ჯორჯიის შტატი, ხოლო აღმოსავლეთით ატლანტის ოკეანე ესაზღვრება. სანამ სამხრეთ კაროლინა შტატი გახდებოდა იყო სამხრეთკაროლინის პროვინცია, იგი პირველი იყო იმ 13 ბრიტანული კოლონიიდან რომლებმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს ამერიკის რევოლუციის დროს. კოლონიას სახელი ჩარლზ II-მ მისი მამის ჩარლზ I-ის (ლათინურად Carolus) პატივსაცემად უწოდა. სამხრეთ კაროლინა იყო პირველი შტატი რომელმაც ხელი მოაწერა კონფედერაციული შტატების სტატიებს და მერვე შტატი რომელმაც ხელი მოაწერა ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციას 23 მაისს, 1788 წელს. იგი პირველი შტატი იყო რომელმაც 1860 წლის 20 დეკემბერს კავშირი დატოვა. შემდეგ კი შეერთებულ შტატებში გაწევრიანდა (25 ივნისი, 1868 წელი).
სწრაფი ფაქტები სამხრეთი კაროლინა, მეტსახელი: ...
სამხრეთი კაროლინა |
---|
|
მეტსახელი: |
The Palmetto State |
---|
დევიზი: |
Dum spiro spero და Animis opibusque parati |
---|
|
დედაქალაქი |
კოლუმბია |
---|
ოფიციალური ენა |
ინგლისური ენა |
---|
გუბერნატორი |
ჰენრი მაკმასტერი |
---|
საკანონმდებლო ორგანო |
სამხრეთ კაროლინის გენერალური ასამბლეა |
---|
ფართობი |
82 931 კმ² |
---|
მოსახლეობა |
5 118 425[1] კაცი |
---|
უმაღლესი წერტილი |
სასაფრასის მთა |
---|
უდაბლესი წერტილი |
ატლანტის ოკეანე |
---|
შტატი გახდა |
23 მაისი, 1788 |
---|
სასაათო სარტყელი |
ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთი დრო და ამერიკა/ნიუ-იორკი |
---|
საფოსტო აბრევიატურა |
SC და S.C. |
---|
მოსაზღვრე რეგიონები |
ჩრდილოეთი კაროლინა და ჯორჯია |
---|
ადმინისტრაციული დაყოფა |
- :::აბევილის ოლქი, ეიკენის ოლქი, ალენდეილის ოლქი, ანდერსონის ოლქი, ბამბერგის ოლქი, ბარნუელის ოლქი, ბოფორტის ოლქი, ბერკლის ოლქი, კალჰუნის ოლქი, ჩარლსტონის ოლქი, ჩეროკის ოლქი, ჩესტერის ოლქი, ჩესტერფილდის ოლქი, კლარენდონის ოლქი, კოლეტონის ოლქი, დარლინგტონის ოლქი, დილონის ოლქი, დორჩესტერის ოლქი, ეჯფილდის ოლქი, ფერფილდის ოლქი, ფლორენსის ოლქი, ჯორჯტაუნის ოლქი, გრინვილის ოლქი, გრინვუდის ოლქი, ჰემფტონის ოლქი, ჰორის ოლქი, ჯასპერის ოლქი, კერშოუს ოლქი, ლანკასტერის ოლქი, ლორენსის ოლქი, ლის ოლქი, ლექსინგტონის ოლქი, მაკ-კორმიკის ოლქი, მერიონის ოლქი, მალბოროს ოლქი, ნიუბერის ოლქი, ოკონის ოლქი, ორინჯბურგის ოლქი, პიკენსის ოლქი, რიჩლენდის ოლქი, სალუდის ოლქი, სპარტანბურგის ოლქი, სამტერის ოლქი, იუნიონის ოლქი, უილიამსბურგის ოლქი და იორკის ოლქი
|
---|
საიტი |
sc.gov |
---|
|
დახურვა
სამხრეთ კაროლინა აშშ-ის შტატებში სიდიდით მეორმოცე, ხოლო მოსახლეობის რაოდენობით კი ოცდამეოთხეა, მასში გაერთიანებულია 46 ქაუნთი. მისი დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი არის ქალაქი კოლუმბია.