სამეფო საზოგადოების წევრი
From Wikipedia, the free encyclopedia
სამეფო საზოგადოების წევრი (სსწ) (ინგლ. Fellow of the Royal Society) — ჯილდო და წევრობა, რომელსაც ლონდონის სამეფო საზოგადოება სხვადასხვა პიროვნებებს ანიჭებს, რომლებმაც, ჟიურის აზრით
„ | შეიტანეს მნიშვნელოვანი წვლილი ბუნებრივ ცოდნაში, მათ შორის მათემატიკაში, საინჟინერო მეცნიერებაში და სამედიცინო მეცნიერებაში.[1] | “ |
საზოგადოების წევრობა არის უძველესი სამეცნიერო აკადემია, მისი წევრობა კი დიდი პატივია. ამგვარი პატივის ღირსნი გახდნენ ისეთი მეცნიერები, როგორებიც არიან ისააკ ნიუტონი (1672),[2] ჩარლზ დარვინი (1839),[2] მაიკლ ფარადეი (1824),[2] ალბერტ აინშტაინი (1921)[3] და ა.შ. 2016 წლისთვის ცოცხალია 1600 წევრი, მათ შორის საპატიო და უცხოელი წევრები.[4]
The Guardian-მა სამეფო საზოგადოების წევრობა „ოსკარის სიცოცხლის დროს მიღების ეკვივალენტად“ მიიჩნია.[5]