მათემატიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
მათემატიკა (ძვ. ბერძნ. μᾰθημᾰτικά [mathëmatikë] < μάθημα [mathëma] — „ცოდნა“, „მეცნიერება“) — მეცნიერება, რომელიც ეფუძნება აბსტრაგირებას, დედუქციურ მსჯელობას და სიმბოლურ ლოგიკას. ზოგჯერ მათემატიკას აღწერენ როგორც მეცნიერებას რიცხვების, გეომეტრიული ფიგურების და გარდაქმნების შესახებ. უფრო ფორმალური თვალთახედვით მათემატიკა სწავლობს აქსიომატურად განმარტებულ აბსტრაქტულ მათემატიკურ სტრუქტურებს.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „მათემატიკა“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. მათემატიკა ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
ერთი მხრივ მათემატიკა იქმნება წმინდა თეორიული ინტერესების გამო – წმინდა მათემატიკა. მეორე მხრივ მათემატიკური კვლევა სათავეს იღებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებიდან, გამოიყენება ინჟინერიაში, მედიცინაში და ეკონომიკაში – გამოყენებითი მათემატიკა.