ნიკარაგუა
From Wikipedia, the free encyclopedia
ნიკარაგუა (ოფიციალურად ნიკარაგუის რესპუბლიკა (ესპ. República de Nicaragua)) — სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში. – წარმომადგენლობითი დემოკრატიული სახელმწიფო. იგი რეგიონის უდიდესი სახელმწიფოა 130 000 კმ² ფართობით და დასავლეთ ნახევარსფეროს მეორე სახელმწიფო სიღარიბის მხრივ. ნიკარაგუას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ჰონდურასი, სამხრეთიდან – კოსტა-რიკა, დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან აკრავს კარიბის ზღვა და წყნარი ოკეანე. ტროპიკულ ტყეებში ჩაფლული ნიკარაგუა მდებარეობს ჩრდილოეთის მე-11 და მე-14 სარტყელს შორის, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნიკარაგუა (მრავალმნიშვნელოვანი). |
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
ნიკარაგუის რესპუბლიკა República de Nicaragua ნიკარაგუა |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: ესპ. Salve a ti, Nicaragua — „ჩვენ გვწამს ღმერთის“[1] | ||||||
ჰიმნი: Salve a ti |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | მანაგუა 12°09′ ჩ. გ. 86°16′ დ. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ესპანური ენა | |||||
მთავრობა | რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | დანიელ ორტეგა | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 130 000 კმ2 (97-ე) | ||||
- | წყალი (%) | 7.14 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2009 შეფასებით | 5 891 199 (110-ე) | ||||
- | 2005 აღწერა | 5 142 098 | ||||
- | სიმჭიდროვე | 42 კაცი/კმ2 (157-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2008 შეფასებით | |||||
- | სულ | $16.709 მილიარდი[2] | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $2,698[2] | ||||
აგი (2007) | 0.699[3] (საშუალო) (124-ე) | |||||
ვალუტა | კორდობა (NIO ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC-06:00 | |||||
ქვეყნის კოდი | NIC | |||||
Internet TLD | .ni | |||||
სატელეფონო კოდი | +505 |
ნიკარაგუის დედაქალაქია მანაგუა. თავად ქვეყნის სახელწოდება გაურკვეველი წარმოშობისაა. პირველი მოსაზრებით ეს სახელი დაარქვეს ესპანელმა კოლონისტებმა ერთ-ერთი ხელმძღვანელის ნიკარაოს მიხედვით. მეორე მოსაზრებით, ეს შეიძლება ადგილობრივ ენაზე ნიშნავდეს "წყლით შემოსაზღვრულ ადგილს" ("წყლად" შეიძლება მოიაზრებოდეს ორი დიდი ტბა ნიკარაგუის ტერიტორიაზე: ტბა მანაგუა და ტბა ნიკარაგუა, ან ის, რომ ტერიტორია დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან ოკეანეებით არის გარშემორტყმული).