![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/de/Flag_of_Bolivia_%2528state%2529.svg/langka-640px-Flag_of_Bolivia_%2528state%2529.svg.png&w=640&q=50)
ბოლივია
From Wikipedia, the free encyclopedia
ბოლივია, ოფიციალურად ბოლივიის მრავალეროვანი სახელმწიფო (ესპ. Estado Plurinacional de Bolivia, კეჩ. Bulivya Mamallaqta, აიმარ. Wuliwya Suyu)[3][4] — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო სამხრეთ ამერიკაში. მდებარეობს კონტინენტის ცენტრალურ ნაწილში. ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბრაზილია, სამხრეთით — პარაგვაი და არგენტინა, სამხრეთ–დასავლეთით — ჩილე და დასავლეთით — პერუ.
ბოლივიის რესპუბლიკა República de Bolivia Bulibya Republika Wuliwya Suyu ბოლივია |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: ¡La unión es la fuerza! ერთობა ძალაა! |
||||||
ჰიმნი: Bolivianos, el hado propicio |
||||||
![]() |
||||||
დედაქალაქი | სუკრე, ლა-პასი1 19°02′ ს. გ. 65°15′ დ. გ. | |||||
უდიდესი ქალაქი | სანტა-კრუს-დე-ლა-სიერა | |||||
ოფიციალური ენა | ესპანური, კეჩუა, აიმარა | |||||
მთავრობა | საპრეზიდენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | ევო მორალესი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 1 098 581 კმ2 (28-ე) | ||||
- | წყალი (%) | 1,29 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2010 შეფასებით | 10 907 778[1] (84-ე) | ||||
- | 2001 აღწერა | 8 280 184 | ||||
- | სიმჭიდროვე | 8,9 კაცი/კმ2 (220-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2011 შეფასებით | |||||
- | სულ | $50 904 მილიარდი[2] | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $4,789[2] | ||||
აგი (2007) | 0,663 (საშუალო) (108-ე) | |||||
ვალუტა | ბოლივიური ბოლივიანო (BOB ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC-04:00 | |||||
ქვეყნის კოდი | BOL | |||||
Internet TLD | .bo | |||||
სატელეფონო კოდი | +591 | |||||
1ადმინისტრაციული დედაქალაქი. |
ევროპულ კოლონიზაციამდე, ანდების ის რეგიონი, სადაც დღეს ბოლივია მდებარეობს, წარმოადგენდა კოლუმბამდელი ამერიკის ყველაზე დიდი სახელმწიფოს — ინკების იმპერიის ნაწილს. ეს ტერიტორია XVI საუკუნეში ესპანეთმა დაიპყრო. ესპანური კოლონიალიზმის ეპოქაში, ამ ტერიტორიას ეწოდებოდა ზემო პერუ და შედიოდა პერუს ვიცე-სამეფოს შემადგენლობაში. ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა 1825 წლის 6 აგვისტოს და მას სამხრეთ ამერიკის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლის, სიმონ ბოლივარის პატივსაცემად ბოლივია ეწოდა. ამის შემდეგ, ბოლივიამ გამოიარა პოლიტიკური არასტაბილურობის, დიქტატურისა და ეკონომიკური არამდგრადობის პერიოდები.
დღეისათვის, ბოლივია საპრეზიდენტო, წარმომადგენლობითი დემოკრატიის რესპუბლიკაა. ადმინისტრაციულად იყოფა 9 დეპარტამენტად. ბოლივია განვითარებადი სახელმწიფოა, ადამიანური განვითარების ინდექსის საშუალო და სიღარიბის 53 პროცენტიანი მაჩვენებლებით.[5] ძირითადი ეკონომიკური საქმიანობაა სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, სამთო მოპოვება და მანუფაქტურული წარმოება, ძირითადად ტექსტილის, ტანსაცმლის, დაწმენდილი მეტალებისა და ნავთობგადამუშავება. ბოლივია მდიდარია მინერალებით, განსაკუთრებით კალით. ქვეყანამ საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო 2010 წელს მიღებული „დედამიწის უფლებების კანონით“ — მსოფლიოში ერთ–ერთი უნიკალური კანონით, რომელიც ბუნებას ისეთივე უფლებებს ანიჭებს, როგორსაც ადამიანს.[6][7][8][9]
ბოლივიის დაახლოებით 10 მილიონიანი მოსახლეობა მრავალეთნიკურია, მათ შორის არიან ინდიელები, მეტისები, ევროპელები, აზიელები და აფრიკელები. ძირითადი სალაპარაკო ენაა ესპანური, თუმცა ოფიციალური ენის სტატუსი აქვს ასევე გუარანის, აიმარას, კეჩუას და 34 სხვა ადგილობრივ ენას. ქვეყანაში არსებულმა განსხვავებული კულტურების დიდმა რაოდენობამ განაპირობა ბოლივიის ძლიერ მრავალფეროვნება ხელოვნებაში, სამზარეულოში, ლიტერატურასა და მუსიკაში.