Panzer IV
From Wikipedia, the free encyclopedia
Panzerkampfwagen IV (Pz.Kpfw. IV) — გერმანული საშუალო ტანკი, ცნობილია როგორც Panzer IV. ტანკი შექმნილია 1930-იანი წლებში და ინტენსიურად გამოიყენებოდა მეორე მსოფლიო ომში. ტანკი შექნილია ქვეითების დასახმარებლად და არ ევალებოდა ტანკების განადგურება. ტანკების გასანადგურებლად იყენებდნენ უფრო მსუბუქ Panzer III-ს, თუმცა T-34-ის გამოჩენისთანავე მალევე შეიცვალა Panzer IV-ის დანიშნულება და მას უკვე ტანკების გასანადგურებლადაც იყენებდნენ. ტანკი წარმოადგენს ყველაზე ფართოდ გამოშვებულ გერმანულ ტანკს მეორე მსოფლიო ომში, ტანკის ბაზაზე შექმნილია Sturmgeschütz IV, Jagdpanzer IV ტიპის ანტი-ტანკი, Wirbelwind თვითმავალი საზენიტო დანადგარი და Brummbär-ის ტიპის თვითმავალი საარტილერიო დანადგარი.
Panzerkampfwagen IV | |
---|---|
Panzer IV Ausf G — უდაბნოს კამუფლიაჟში. | |
მოდიფიკაცია | |
საბრძოლო წონა, ტ | 25 |
განლაგების სქემა | კლასიკური |
ეკიპაჟი, კაცი | 5 ადამიანი |
ისტორია | |
გამოშვების წელი(წლები) | 1936-1945 |
ექსპლუატაციის წელი(წლები) | 1936-1967 |
გამოშვების რაოდენობა | 8,800 |
ძირითადი ოპერატორები | ნაცისტური გერმანია |
ზომები | |
სიგრძე ქვემეხით, მმ | 7,02 |
კორპუსის სიგანე, მმ | 2,88 |
სიმაღლე, მმ | 2.68 |
ჯავშანი | |
ჯავშნის ტიპი | 10-88მმ |
შეიარაღება | |
ქვემეხის კალიბრი და მარკა | 7.5 cm KwK 40 L/48 |
ტყვიამფრქვევები | 2 × 7.92 მმ Maschinengewehr 34 |
მობილურობა | |
ძრავის ტიპი | 12 ცილინდრიანი Maybach HL 120 TRM 300 |
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. | 296 |
გადაადგილების სიჩქარე ტრასაზე, კმ/სთ | 42 |
ტრასაზე გადაადგილების მარაგი, კმ | 200 |
1936 წლიდან 1945 წლამდე 8515 რაოდენობით იქნა გამოსული, მისი მოდერნიზაცია და მოდიფიკაციები გამოდიოდა მოწინააღმდეგის ტანკებისდა მიხედვით. Panzer IV ყველაზე დიდი რაოდენობით გავიდა ექსპორტზე, რაც კი ნაცისტურ გერმანიას უწარმოებია, 300 ტანკი მიყიდული იქნა ფინეთზე, ესპანეთზე, ბულგარეთზე და რუმინეთზე, გარდა ამისა ომის შემდეგ საფრანგეთმა და ესპანეთმა მიყიდა სირიას და გამოიყენებოდა ექვსდღიან ომში. 350 ამ ტიპის ტანკი გამოყენებული იქნა წითელ არმიას.