T-34
From Wikipedia, the free encyclopedia
T-34 (ტე–34) — საბჭოთა საშუალო ტანკი, რომელიც იწარმოებოდა 1940 წლიდან 1958 წლამდე. T-34 ეფექტიანობა დამტკიცდა მეორე მსოფლიო ომის დროს. მისი წარმოება დაიწყო უკრაინაში, ქალაქ ხარკოვის ქარხანაში. T-34 მეორე მსოფლიო ომის ეპოქაში ყველაზე მეტად გამოშვებული ტანკია.
T-34 (ტე–34) | |
---|---|
ტანკი მუსე დე ბლინდესში | |
მოდიფიკაცია | |
საბრძოლო წონა, ტ | 26,6 – 30 |
განლაგების სქემა | კლასიკური |
ეკიპაჟი, კაცი | 4 კაცი |
ისტორია | |
გამოშვების წელი(წლები) | T–34 1940—1944,T–34–85 – 1944–45წ.წ. |
ექსპლუატაციის წელი(წლები) | 1940-დღემდე |
ზომები | |
კლირენსი, მმ | 400 |
ჯავშანი | |
ჯავშნის ტიპი | დახრილი, ფოლადის ჯავშანი |
კორპუსის სახურავი, მმ | 20 მმ |
შეიარაღება | |
ქვემეხის კალიბრი და მარკა | 76,2 მმ |
ქვემეხის ტიპი | ქვემეხი L–11, ან F–32, ან F–34 |
ქვემეხის საბრძოლო მარაგი | 77 ჭურვი |
ტყვიამფრქვევები | 2 – 7,62 მმ დეტე ტიპის ტყვიამფრქვევი |
მობილურობა | |
ძრავის ტიპი | 12 ცილინდრიანი დიზელის ვე–2 |
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. | 400–500 |
მუხლუხების სიგანე, მმ | 500–550 |
აღმართზე გამავლობა, გრად. | 30 გრად. |
კედლის გადალახვა, მ | 0,7 მ |
თხრილის გადალახვა, მ | 2,5 |
გუბის გადალახვა, მ | 1,3 |
T-34-ს უნდა ჩაენაცვლებინა სწრაფი ტანკები BT-5, BT-7 და T-26. ტანკი საერთო ჯამში ძალიან დაბალანსირებული გამოდგა, რადგან მას ჰქონდა ძლიერი ქვემეხი, ჯავშანი, ასევე იყო მობილური და ძალიან კარგად შეეძლო ემოძრავა უსწორ-მასწორო გზებზე. მეორე მსოფლიო ომის ტანკები ძირითადად შედგებოდნენ 5 კაცისგან: მეთაური, მძღოლი, მემიზნე, დამტენი და რადიო ოპერატორი, თუმცა T-34-ის ეკიპაჟი იყო ოთხკაციანი, ეს კი იმან განაპირობა, რომ მეთაური გადავიდა მსროლელის ადგილას და ასრულებდა ორ სამუშაოს: მსროლელის და მეთაურის.
1944 წელს შეიარაღებაში მიიღეს მისი ახალი მოდიფიკაცია T-34-85, რომელსაც ჩვეულებრივი საბაზო T-34-ისგან განსხვავებით, ჰქონდა 85 მმ–იანი ქვემეხი მოთავსებული უფრო დიდ კოშკურაში. 1945 წელს მან თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა მსუბუქი და მძიმე ტანკების უმეტესობა საბჭოთა ტექნიკაში.