მესამე რაიხი
გერმანიის არაოფიციალური დასახელება 1933–1945 წლებში / From Wikipedia, the free encyclopedia
გერმანული რაიხი (გერმ. Deutsches Reich; ქართ. გერმანული იმპერია), დიდი გერმანული რაიხი (გერმ. Großdeutsches Reich; ქართ. დიდი გერმანული იმპერია), მესამე რაიხი (გერმ. Drittes Reich; ქართ. მესამე იმპერია) ასევე ნაციონალ-სოციალისტური გერმანია — გერმანული სახელმწიფო, რომელმაც 1933 წლიდან 1945 წლამდე იარსება, რა დროსაც იმპერიას დიქტატორი მმართველი ადოლფ ჰიტლერი და მისი ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია მართავდა. ჰიტლერის მმართველობისას გერმანია ტრანსფორმირდა ნაცისტურ სახელმწიფოდ, რომელიც სიცოცხლის (ცხოვრების) თითქმის ყველა ასპექტს აკონტროლებდა. 1945 წლის მაისში საბჭოთა კავშირის მიერ ბერლინის აღებისა და მოკავშირეთა ძალების მიერ გერმანიის დამარცხების შემდეგ, მესამე რაიხმა არსებობა შეწყვიტა, რითაც ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა.
გერმანული რაიხი მესამე რაიხი Deutsches Reich (1933–1943) Großdeutsches Reich (1943–1945) | ||||||||||||||||||||
სახელმწიფო/იმპერია აღარ არსებობს | ||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||
დევიზი Ein Volk, ein Reich, ein Führer „ერთი ხალხი, ერთი იმპერია, ერთი ლიდერი“ | ||||||||||||||||||||
ჰიმნი
| ||||||||||||||||||||
გერმანიის ტერიტორიული პიკი, მეორე მსოფლიო ომის დროს (1942 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე)
| ||||||||||||||||||||
დედაქალაქი | ბერლინი | |||||||||||||||||||
უდიდესი ქალაქები | ბერლინი, ვენა, ჰამბურგი, მიუნხენი | |||||||||||||||||||
ენები | გერმანული ენა | |||||||||||||||||||
რელიგია | საერო სახელმწიფო | |||||||||||||||||||
მთავრობა | ნაცისტური ერთპარტიული სახელმწიფო ტოტალიტარული დიქტატურით | |||||||||||||||||||
ფიურერი | ||||||||||||||||||||
- | 1933 – 1945 | ადოლფ ჰიტლერი | ||||||||||||||||||
რაიხსპრეზიდენტი | ||||||||||||||||||||
- | 1933 – 1934 | პაულ ჰინდენბურგი | ||||||||||||||||||
- | 1933 – 1945 | ადოლფ ჰიტლერი | ||||||||||||||||||
- | 1945 – 1945 | კარლ დენიცი | ||||||||||||||||||
რაიხსკანცრელი | ||||||||||||||||||||
- | 1933 – 1945 | ადოლფ ჰიტლერი | ||||||||||||||||||
- | 1945 – 1945 | იოზეფ გებელსი | ||||||||||||||||||
- | 1945 – 1945 | იოჰან ფონ კროზიგკი | ||||||||||||||||||
საკანონმდებლო ხელისუფლება | რაიხსტაგი | |||||||||||||||||||
- | სახელმწიფო საბჭო | რაიხსტარი | ||||||||||||||||||
ისტორიული ერა | ომებსშორისი პერიოდი/ მეორე მსოფლიო ომი | |||||||||||||||||||
- | მახტერგრეიფუნგი | 30 იანვარი 1933 | ||||||||||||||||||
- | გლაიხშალტუნგი | 27 თებერვალი 1933 | ||||||||||||||||||
- | ანშლუსი | 12 მარტი 1938 | ||||||||||||||||||
- | II მსოფლიო ომი | 1 სექტემბერი 1939 | ||||||||||||||||||
- | კაპუტულაცია | 8 მაისი 1945 | ||||||||||||||||||
- | საბოლოო დაშლა | 23 მაისი 1945 | ||||||||||||||||||
ფართობი | ||||||||||||||||||||
- | 1939 | 633 786 კმ² (244 706 მლ²) | ||||||||||||||||||
- | 1941 | 696 265 კმ² (268 829 მლ²) | ||||||||||||||||||
მოსახლეობა | ||||||||||||||||||||
- | 1939 წელი | 69 314 000 | ||||||||||||||||||
სიმჭიდროვე | 109,4 /კმ² (283,3 /მლ²) | |||||||||||||||||||
- | 1941 წელი | 90 000 000 | ||||||||||||||||||
სიმჭიდროვე | 129,3 /კმ² (334,8 /მლ²) | |||||||||||||||||||
ვალუტა | რაიხსმარკა (ℛℳ) | |||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||
დღეს ამ ტერიტორიაზე | ქვეყანების ჩამონათვალი | |||||||||||||||||||
1933 წლის 30 იანვარს ვაიმარის რესპუბლიკის რაიხსპრეზიდენტმა პაულ ფონ ჰინდენბურგმა ადოლფ ჰიტლერი გერმანიის რაიხსკანცლერად დანიშნა. რის შემდეგაც საკუთარი ძალებისა და პოზიციების გამაგრება/გამყარების მიზნით ნაცისტურმა პარტიამ ყველა პოლიტიკური ოპიზიციის გაუქმება (ლიკვიდაცია) დაიწყო. 1934 წლის 2 აგვისტოს ფონ ჰინდენბურგის გარდაიცვალების შემდეგ, ჰიტლერი რაიხსპრეზიდენტისა და რაიხსკანცლერის თანამდებობების შერწყმით გერმანიის დიქტატორი გახდა. 1934 წელს ჩატარებული რეფერენდუმით, ჰიტლერი გერმანიის ერთადერთ (სოლო) ლიდერად ფიურერად აირჩიეს. მთელი ძალები ჰიტლერის ხელში იყო ცენტრალიზებული, მისი სიტყვა კი ყველა კანონზე მაღლა იდგა. ხელისუფლება არ იყო კოორდინირებული, არ არსებობდა თანამშრომლობის ორგანო, არსებობდნენ მხოლოდ სხვადასხვა ფრაქციები, რომლებიც ძალაუფლებისა და ჰიტლერის კეთილგანწყობილების (მფარველობის) მოპოვებისთვის იბრძოდნენ. დიდი დეპრესიის დროს, ნაცისტებმა აღადგინეს ეკონომიკური სტაბილურობა, მძიმე სამხედრო ხარჯებისა და შერეული ეკონომიკის ხარჯზე კი ქვეყანაში მასობრივი უმუშევრობის პრობლემა აღმოფხვრეს. ჩატარდა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სამუშაოები, მათ შორის ავტობანების (ჩქაროსნული ავტომაგისტრალების) მშენებლობა. ეკონომიკური სტაბილურობის დაბრუნებამ, ქვეყანაში რეჟიმის პოპულარობა უფრო გაზარდა.