K-pop
From Wikipedia, the free encyclopedia
K-pop (/keɪ pɔp/, აბრევიატურა ინგლ. Korean pop-დან[1][2]) — მუსიკალური ჟანრი, წარმოშობილი სამხრეთ კორეაში[3] რომელშიც შედის ელექტროპოპის, ჰიპ-ჰოპის, საცეკვაო მუსიკის და ბლუზის ელემენტები[4]. თავდაპირველად გამოჩენილი როგორც მუსიკალური ჟანრი, K-pop გახდა მასშტაბური მუსიკალური სუბკულტურა მილიონობით თაყვანისმცემლით მთელი სოფლიოს ახალგარზდებს შორის[5].
K-pop | |
---|---|
დამახასიათებელი ინსტრუმენტები | ვოკალი • რეპი • დრამის-მანქანა • დასარტყმელი ინსტრუმენტები • ბას-გიტარა • მუსიკალური კლავიშებიანი საკრავები • ფორტებიანო • სემპლერი • სეკვენსორი • სინტეზატორი • ზოგჯერ სხვა ინსტრუმენტებიც იყენება, ჩასაბერის და სიმებიანი საკრავების ჩათვლით |
რეგიონული განშტოებები | |
J-pop Q-pop c-pop |
ამერიკული მუსიკალური ჟურნალის Rolling Stone თანახმად , K-pop წარმოადგენს „აღმოსავლეთის მოდური მუსიკის ნარევი მაღალენერგიულ იაპონურ პოპთან“ და „ნადირობს მსმენლის თავებზე განმეორებადი წინადადებებით, რომელიც ხშირ შემთხვევაში ინგლისურადაა“. K-pop „სტილების შერწყმის ხაზს მიყვება, აკავშირებს სიმღერასა და რეპს, აკეთებს განსაკუთრებულ დარტყმას მოქმედებაზე და ძლიერ ვიზუალურ ეფექტებზე“[2]. თუმცა თვითონ კორეაში, ამ ტერმინის ქვეშ მოისაზრება თითქმის ყველა კორეული პოპ-მუსიკის მიმდინარეობა, ქვეყნის გარეთ კი კეი-პოპის ქვეშ მოისაზრება კონკრეტულად მუსიკა, რომელიც სრულდება ე.წ აიდოლების მიერ, რომლებიც თავისი კონცეპტით იაპონელ შემსრულებლებს ჰგვანან, დაზემოთ ხსენებული ჟანრების შერწყმის შესრულებით[6].
K-pop — არა მხოლოდ მუსიკაა, იგი გადაიზარდა მთელი მსოფლიოს ახალგაზრდებში გავრცელებულ სუბსკულტურაში, რომელიც ქმნის დაინტერესებას სამხრეთკორეული მოდისა და სტილის მიმართ. ინტერნეტის დახმარებით და კეი-პოპის ციფრული კონტენტისა და ხელმისაწვდომობით ის აღწევს ფართო აუდიტორიამდე.[7] სამხრეთი კორეის პოპ-კულტურა დღეს ერთ-ერთი მამოძრავებელი ფაქტორია ახალგაზრდული კულტურის აზია-წყანაროკეანეთის რეგიონში, განსაკუთრებული აქცენტი ჩინეთზე, ჰონგკონგზე, იაპონიაზე, ტაივანზე და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ნაწილზეა გამახვილებული.