ჰაროლდ იური
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰაროლდ კლეიტონ იური (ინგლ. Harold Clayton Urey; დ. 29 აპრილი, 1893 — გ. 5 იანვარი, 1981) — ამერიკელი ფიზიკური ქიმიკოსი. იზოტოპებზე ჩატარებული კვლევების და დეიტერიუმის აღმოჩენის შემდეგ, 1934 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ქიმიის დარგში. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ატომური ბომბის შექმნაში.[12]
ჰაროლდ იური | |
---|---|
შეცდომა Lua: expandTemplate: template "lang-en-us" does not exist | |
დაბ. თარიღი | 29 აპრილი, 1893(1893-04-29)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] |
დაბ. ადგილი | Walkerton |
გარდ. თარიღი | 5 იანვარი, 1981(1981-01-05)[1] [2] [3] [4] [6] [7] [9] (87 წლის) |
გარდ. ადგილი | ლა-ხოია |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | ასტრონომი, ქიმიკოსი, physical chemist, ფიზიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი და მწერალი[10] |
მუშაობის ადგილი | ჩიკაგოს უნივერსიტეტი, კოპენჰაგენის უნივერსიტეტი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი, კოლუმბიის უნივერსიტეტი, კალიფორნიის უნივერსიტეტი და Lunar and Planetary Institute[11] |
ალმა-მატერი | ერლჰამის კოლეჯი, University of Montana, კალიფორნიის უნივერსიტეტი და კოლუმბიის უნივერსიტეტი |
მეუღლე | Frieda Urey |
ჯილდოები | ნობელის პრემია |
ხელმოწერა | |
დაიბადა უოლკერტონში, ინდიანაში. თერმოდინამიკა კალიფორნიის უნივერსიტეტში (ბერკლი) გილბერტ ნიუტონის დახმარებით შეისწავლა. მას შემდეგ რაც, 1923 წელს მიენიჭა დოქტორანტის წოდება, მან მოიგო „ამერიკულ-სკანდინავიური ფონდის“ სტიპენდია, რომელმაც მას საშუალება მისცა რომ სწავლა კოპენჰაგენის ერთ-ერთ ინსტიტუტში გაეგრძელებინა. სანამ კოლუმბიის უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორი გახდებოდა, ჯონ ჰოპკინზის უნივერსიტეტში იყო კვლევის თანაშემწე. 1931 წელს დაიწყო იზოტოპებზე მუშაობა, მოგვიანებით კი აღმოაჩინა დეიტერიუმი, წყალბადის ორი სტაბილური იზოტოპიდან ერთ-ერთი.