ჯონ ერნსტ სტეინბეკი (ინგლ. John Ernst Steinbeck, Jr.; დ. 27 თებერვალი, 1902 — გ. 20 დეკემბერი, 1968) — ამერიკელი მწერალი. 1962 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში, ყველაზე კარგად ცნობილია ნოველით „თაგვებსა და ადამიანებზე“ (1937) და პულიცერის პრემიით დაჯილდოებული რომანით „მრისხანების მტევნები“ (1939). ორივეში აღწერილია დიდი დეპრესიის პერიოდში მუშათა კლასის ცხოვრება.
სწრაფი ფაქტები ჯონ სტეინბეკი, დაბადების თარიღი ...
ჯონ სტეინბეკი |
---|
ინგლ. Jeffery Ernest Steinbeck |
|
დაბადების თარიღი |
27 თებერვალი, 1902(1902-02-27)[1] [2] [3] [4] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] |
---|
დაბადების ადგილი |
სალინასი[1] |
---|
გარდაცვალების თარიღი |
20 დეკემბერი, 1968(1968-12-20)[1] [2] [3] [4] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] (66 წლის) |
---|
გარდაცვალების ადგილი |
ჰარლემი, ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი, აშშ ან ნიუ-იორკი |
---|
დასაფლავებულია |
კალიფორნია და სალინასი |
---|
საქმიანობა |
მწერალი[17] , სცენარისტი, სამხედრო კორესპონდენტი[19] და რომანისტი |
---|
ენა |
ინგლისური ენა |
---|
მოქალაქეობა |
აშშ |
---|
ალმა-მატერი |
სტენფორდის უნივერსიტეტი და Salinas High School |
---|
Magnum opus |
თაგვებსა და ადამიანებზე, მრისხანების მტევნები და ედემის აღმოსავლეთით |
---|
ჯილდოები |
ნობელის პრემია ლიტერატურაში[20] [21] , თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი, წიგნის ეროვნული პრემია ფანტასტიკისათვის, კალიფორნიის დიდების დარბაზი, პულიცერის პრემია მხატვრული წიგნისათვის და თავისუფლების ჯვარი[22] |
---|
მეუღლე |
ელეინ ანდერსონ სტეინბეკი, გვაინ კონგერი და კეროლ ჰენინგი |
---|
შვილ(ებ)ი |
ჯონ სტეინბეკი IV და თომას სტეინბეკი |
---|
ხელმოწერა |
|
---|
|
დახურვა
სტეინბეკი ნატურალისტურ სტილში წერდა, ხშირად მისი წერის საგანი მუშათა კლასის ცხოვრება იყო; მისი შრომების თემატიკა ინტერესთა ფართო სპექტრს მოიცავს — ოკეანის ბიოლოგიიდან დაწყებული, ჯაზით, პოლიტიკით, ფილოსოფიით, ისტორიითა და მითოლოგიით დამთავრებული.
მისი ჩვიდმეტი ნამუშავერი, მათ შორის „კონსერვის რიგი“ (1945) და „მარგალიტი“ (1947) ჰოლივუდის მიერ ეკრანიზებულ იქნა. თავად სტაინბეკმაც გაითქვა სახელი, როგორც ჰოლივუდის მწერალმა და ერთხელ ოსკარის ნომინაციაში მოხვდა საუკეთესო სცენარისთვის ალფრედ ჰიჩკოკის ფილმისთვის „სამაშველო ნავი“ (1945).