სტენფორდის უნივერსიტეტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლელანდ სტენფორდ უმცროსის სახელობის უნივერსიტეტი (ინგლ. Leland Stanford Junior University), შემოკლებით სტენფორდის უნივერსიტეტი (ინგლ. Stanford University) — კერძო დაფინანსების ამერიკული უნივერსიტეტი სტენფორდში, კალიფორნიის შტატში. სან-ფრანცისკოდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60 კმ-ში სანტა-კლარას ქაუნთიში ქალაქ პალო-ალტოსთან მდებარე უნივერსიტეტი სილიკონის ველის შუაგულშია, გეოგრაფიულიად და ისტორიულადაც.
ვრცელ კამპუსზე განლაგებული უნივერსიტეტი საბაკალავრო კოლეჯებთან ერთად სტუდენტებს სთავაზობს საინჟინრო, იურიდიულ, სამედცინო, განათლების, ბიზნესის, ბუნებისმეტყველებისა და ჰუმანიტარული მეცნიერების სკოლებს. სტენფორდს საკუთარი საავადმყოფო აქვს სამედიცინო პრაქტიკისთვის. ის ასევე ხშირად მასპინძლობს სხვადასხვა საზოგადოებრივ და მოხალისეთა წამოწყებებს. კვლევები მრავალ დარგში ტარდება, მათ შორის ანთროპოლოგიაში, რობოტიკაში, გეოფიზიკასა და ენტომოლოგიაში.
სტენფორდის უნივერსიტეტი 2016 მეოთხეა ამერიკულ უნივერსიტეტებს შორის U.S. News and World Report-ის კვლევის მიხედვით[25]. იგი პირველ ადგილს იკავებს ჟურნალ Slate-ის რეიტინგში "21-ე საუკუნის ჰარვარდი".[26] The New York Times-მა 2014 წელს სტენფორდის შესახებ დაწერა: "სტენფორდის უნივერსიტეტი ამერიკისთვის გახდა სასწავლებელი, როგორიც ერთ დროს ჰარვარდი იყო".[27] 2013, 2014, 2015 და 2016 წლებში The Princeton Review-ს გამოკითხვით თანახმად სტენფორდში სწავლაზე ყველაზე ბევრი ბავშვი ოცნებობდა, იგი პოპულარული იყო მშობლებს შორისაც.[28]