თაგვებსა და ადამიანებზე
From Wikipedia, the free encyclopedia
თაგვებსა და ადამიანებზე, (ინგლ. Of Mice and Men) — ჯონ სტეინბეკის რომანი (1937). რომანი გვიამბობს ორი მუშის, ჯორჯ მილტონისა და ლენი სმოლის ისტორიას, რომლებიც სამუშაოდ კალიფორნიის ერთ–ერთ პატარა რანჩოში მიემგზავრებიან.
სწრაფი ფაქტები „თაგვებსა და ადამიანებზე“, ავტორი ...
„თაგვებსა და ადამიანებზე“ | |
---|---|
Of Mice and Men | |
| |
ავტორი | ჯონ სტეინბეკი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ჟანრი | რომანი, ალეგორია |
გამომცემელი | Pascal Covici |
გამოცემის თარიღი | 1937 |
ქართულად გამოიცა | 2015 |
მედია | ქაღალდი |
გვერდი | 139 (ქართული გამოცემა 2015) |
წინამორბედი | In Dubious Battle |
მომდევნო | მრისხანების მტევნები |
დახურვა
მოქმედება მიმდინარეობს ამერიკის დიდი დეპრესიის ფონზე, სადაც ადამიანებს ხანგრძლივი სამსახურის მოძებნა უძნელდებათ და სამუშაოს მუდმივად იცვლიან. ეს არის იგავი დანაშაულის, მარტოობის, იმედისა და უიმედობის შესახებ. ნაწარმოებში ასახული იმ პერიოდის თნამდევი მოვლენები: რასიზმი, მარტოობა და ბრძოლა პირადი თავისუფლებისთვის.
სათაური ავტორმა აიღო რობერტ ბერნსი ერთ–ერთი ლექსიდან (To a Mouse).