ჯონ ლენონი
ინგლისელი მომღერალი, მუსიკოსი და მშვიდობის აქტივისტი. / From Wikipedia, the free encyclopedia
ჯონ უინსტონ ონო ლენონი (ინგლ. John Lennon), ბრიტანული იმპერიის ორდენის მფლობელი, (დ. 9 ოქტომბერი, 1940 — გ. 8 დეკემბერი, 1980) — ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკოსი და მშვიდობის აქტივისტი[1]. იგი ცნობილი გახდა, როგორც The Beatles-ის, მუსიკაში ყველა დროის წარმატებული და კრიტიკოსების მიერ აღიარებული ჯგუფის წევრი და ერთ-ერთი დამაარსებელი. The Beatles-ის წევრ პოლ მაკ-კარტნისთან ერთად მისი შემოქმედებითი ძალების გაერთიანება წარმოადგენს XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ნაყოფიერ თანამშრომლობას. ჯორჯ ჰარისონის და რინგო სტარის თანამონაწილეობით The Beatles-მა 1960-იანებში მსოფლიო წარმატება მოიპოვა.
ჯონ ლენონი | |
---|---|
დაბადების სახელი | ჯონ უინსტონ ლენონი |
დაბადების თარიღი |
9 ოქტომბერი, 1940 ლივერპული, ინგლისი |
გარდაცვალების თარიღი |
8 დეკემბერი, 1980 (40 წლის) მანჰეტენი, ნიუ-იორკი, აშშ |
გარდაცვალების მიზეზი | მკვლელობა გასროლის შედეგად |
დაკრძალულია | კრემირებულია (ნეშტი მიმოფანტულია ცენტრალურ პარკში). |
საქმიანობა |
|
აქტიური | 1956–1980 |
მეუღლე(ები) |
|
შვილ(ებ)ი |
|
მშობლები |
მამა: ალფრედ ლენონი დედა: ჯულია სტენლი |
ინსტრუმენტ(ებ)ი |
|
ჟანრ(ებ)ი | |
ლეიბლ(ებ)ი | |
ასოციაციები | |
აღსანიშნავი ინსტრუმენტები |
|
საიტი | johnlennon.com |
ხელმოწერა |
დაბადებული და გაზრდილი ლივერპულში, ჯონი მოზარდობისას მონაწილეობდა სკიფლის მოძრაობაში. მისი პირველი ჯგუფი, The Quarrymen იყო The Beatles-ის წინამორბედი. მას შემდეგ, რაც The Beatles 1970 წელს დაიშალა, ლენონი სოლო კარიერით დაკავდა და გამოსცა კრიტიკოსების მიერ აღიარებული სხვადასხვა ალბომი, როგორიც არის John Lennon/Plastic Ono Band და Imagine. აგრეთვე აღსანიშნავია სიმღერები Give Peace a Chance და Imagine. მუსიკალურ ბიზნესს ჯონი 1975 წელს ჩამოშორდა და ძირითადად, ოჯახით იყო დაკავებული. თუმცა, 1980 წელს გამოიცა მისი ახალი დისკი Double Fantasy. ეს მოხდა მის მკვლელობიდან სამი კვირის შემდეგ.
მუსიკის, მწერლობის, ნახატების, კინოფილმებისა თუ ინტერვიუების ხასიათით, ლენონმა შეიძინა მეამბოხე პიროვნების იმიჯი. იგი აკეთებდა სკანდალურ პოლიტიკურ განცხადებებს და ცნობილია, როგორც მშვიდობის აქტივისტი. 1971 წელს იგი დასახლდა ნიუ-იორკში, სადაც ვიეტნამის ომის კრიტიკის გამო რიჩარდ ნიქსონის ადმინისტრაცია ცდილობდა მის დეპორტირებას. ამის კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ ჯონი სიმღერები ხშირად ჟღერდა ანტისაომარი მოძრაობის ფარგლებში, ჰიმნების სახით.
2012 წლისათვის ლენონის მიერ აშშ-ში გაყიდული დისკების რაოდენობა 14 მილიონ ერთეულს აღემატება. როგორც ავტორს, თანაავტორს ან შემსრულებელს მას ეკუთვნის ბილბორდის 100-ეულის #1 პოზიციაზე მოხვედრილი 25 სინგლი. 2002 წელს BBC-მ ჩაატარა გამოკითხვა „100 უდიდესი ბრიტანელი“, სადაც ჯონი მერვე ადგილზე დასახელდა. 2008 წელს ჟურნალ როლინგ სტოუნის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ჯონი დასახელდა ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის რიგით მეხუთედ. გარდაცვალების შემდეგ, 1987 წელს იგი შეყვანილი იქნა სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში, ხოლო 1994 წელს - როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში[2].