სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზი
From Wikipedia, the free encyclopedia
სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზი (ინგლ. Songwriters Hall of Fame (SHOF)) — ამერიკული საზოგადოებრივი ორგანიზაცია, შექმნილი ჯონი მერსერის, ეიბ ოლმენისა და ჰაუი რიჩმონდის მიერ 1969 წელს. წარმოადგენს აშშ-ის პუპულარული მუსიკის ნაციონალური აკადემიის შვილობილ კომპანიას,[1] რომლის შტაბ-ბინა მდებარეობს ნიუ-იორკში.
როგორც წესი, დიდების დარბაზში შედიან მხოლოდ ის მუსიკოსები, რომელთა კომპოზიციები პოპულარულია მთელს მსოფლიოში და აღიარებულია აშშ-ის პუპულარული მუსიკის ნაციონალური აკადემიის მიერ. 2019 წლის მონაცემებით, დიდების დარბაზი 461 წევრს ითვლის.