ჯულია ლენონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯულია ლენონი (ინგლ. Julia Lennon, ქალწულობის გვარი სტენლი, ინგლ. Stanley; დ. 12 მარტი, 1914, ლივერპული, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო — გ. 15 ივლისი, 1958, იქვე) — ინგლისელი მუსიკოსის ჯონ ლენონის დედა. ჯონი იყო მისი პირველი და ერთადერთი შვილი ალფრედ ლენონთან ქორწინებიდან. შემდგომში მას ჰყავდა ერთი ქალიშვილი „ტაფფი“ უილიამსისაგან — ვიქტორია, რომელიც უარყო ოჯახის ზეწოლის გამო და კიდევ ორი ქალიშვილი: ჯულია და ჯაკი ჯონ „ბობი“ დიკინსთან ქორწინებიდან.
ჯულია ლენონი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Julia Lennon |
დაბადების თარიღი |
12 მარტი, 1914 ჰედ სტრიტი, 8 (ამჟამად დანგრეულია), ლივერპული, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო |
გარდაცვალების თარიღი | 15 ივლისი, 1958(1958-07-15) |
პროფესია | დიასახლისი, ოფიციანტი |
მეუღლე(ები) | ალფრედ ლენონი (1938-1958) |
შვილ(ებ)ი | ჯონი, ვიქტორია, ჯულია და ჯეკი |
მშობლები |
მამა: ჯორჯ სტენლი დედა: ენი მილუორდი |
ჯულია ცნობილი იყო თავისი სიფიცხითა და იმპულსიურობით, თუმცა ის აგრეთვე იყო მუსიკალური ნიჭითა და დიდი იუმორის გრძნობით დაჯილდოებული. მან ჯონს უყიდა მისი პირველი გიტარა და წააქეზა გამხდარიყო მუსიკოსი, რისი კატეგორიული წინააღმდეგიც იყო მისი და მიმი სმიტი. ის თითქმის ყოველდღე ნახულობდა ჯონს და ხშირად ღამითაც ტოვებდა თავისი და ბობი დიკინსის სახლში.
1958 წლის 15 ივლისს მას თავისი დის, მიმის სახლის შორიახლოს დაეჯახა პოლიციელის მანქანა. ჯონმა დიდი ტრავმა მიიღო მისი დაღუპვისგან, რაც შემდგომში აისახა კიდეც მის შემოქმედებაში სიმღერების „Julia“ („ჯულია“) და „Mother“ („დედა“) სახით.