ცუგა
From Wikipedia, the free encyclopedia
ცუგა (ლათ. Tsuga, იაპონ. 栂 – ცუგა) — წიწვოვან მცენარეთა გვარი ფიჭვისებრთა ოჯახისა. მაღალი მარადმწვანე დეკორატიული ხეებია. ტენის მოყვარული და ჩრდილის ამტანია. აქვს მსუბუქი მერქანი, რომელსაც ძირითადად ქაღალდის დასამზადებლად იყენებენ. ხეების სიმაღლე 20-65 მ აღწევს. ქერქი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს.
სწრაფი ფაქტები ცუგა, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ცუგა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Tsuga | ||||||||||||
|
დახურვა
გვხვდება 8, 9 ან 10 სახეობა, რომელთაგან ოთხი სახეობა ჩრდილოეთ ამერიკაშია, ხოლო ექვსი — აღმოსავლეთ აზიაში.[1][2][3][4][5]
ბუნებრივად იზრდება ჰიმალაიში, ჩინეთში, იაპონიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში. ცუგას სამშობლოდ იაპონია მიიჩნევა. ცნობილია ცუგას სახეობები: კანადური ცუგა (Tsuga canadensis) და ნაირფოთოლა ცუგა (Tsuga diversifolia).