მერქანი
From Wikipedia, the free encyclopedia
მერქანი (ქსილემა; ბერძ. ξύλο — ხე) — მერქნიანი და ბალახოვანი მცენარეების რთული ქსოვილი, რომელიც ატარებს წყალს და მასში გახსნილ მინერალურ მარილებს. მერქანი წარმოიქმნება პროკამბიუმისაგან (პირველადი მერქანი) ან კამბიუმისაგან (მეორეული მერქანი). იყენებენ განსხვავებული მიზნებისთვის. ხე არის მყარი მასალა და გამოიყენება საწვავად და ნაკეთობების შექმნისთვის. ხისგან კეთდება ფიცრები, რომელიც სხვადასხვა საქმიანობისთვის გამოიყენება. თანამედროვე დროში გადამეტებულად იჭრება ხე, რაც იწვევს ეკოსისტემების განადგურებას. ხის მოჭრა შესაძლებელია ნაჯახით, ხერხით ან ელექტროხერხით.
ეს სტატია სამშენებლო მასალას ეხება. სხვა მნიშვნელობების შესახებ იხილეთ ხე (მრავალმნიშვნელოვანი). |
მერქნის აგებულებასა და თვისებებს შეისწავლის მეცნიერების დარგი — მერქანმცოდნეობა.