უკან მომავალში (ფრენჩაიზი)
From Wikipedia, the free encyclopedia
„უკან მომავალში“ (ინგლ. Back to the Future) — კომედიური, სამეცნიერო ფანტასტიკისა და სათავგადასავლო ჟანრის ფილმების სერია, რომელიც შექმნეს რობერტ ზემეკისმა და ბობ გეილმა. ფილმების სერია გადაღებულია სტუდიაში Amblin Entertainment, ხოლო დისტრიბუტორია Universal Pictures.
უკან მომავალში | |
---|---|
გამოცემები | |
კომიქსები | Back to the Future: The Animated Series Comic |
კინო და ტელევიზია | |
ფილმ(ებ)ი |
უკან მომავალში უკან მომავალში II უკან მომავალში III |
ანიმაციური სერიალები | უკან მომავალში: ანიმაციური სერიალი |
თამაშები | |
ვიდეო თამაშ(ებ)ი | ვიდეო თამაშების სია |
აუდიო | |
საუნდტრეკ(ებ)ი |
უკან მომავალში უკან მომავალში II უკან მომავალში III მუსიკა ტრილოგიიდან |
116/108/118 სულ: 342 |
სიუჟეტის მიხედვით, მთავარი პერსონაჟი, მარტი მაკფლაი (მაიკლ ჯეი ფოქსი) და შეშლილი მეცნიერი ემეტ ბრაუნი (კრისტოფერ ლოიდი) მოგზაურობენ დროში - წარსულსა და მომავალში, რათა აღკვეთონ საკუთარი ცხოვრების განვითარებაში დაშვებული შეცდომები. მოქმედება მიმდინარეობს ჰილ ველის, კალიფორნიული ქალაქის ტერიტორიაზე.
1985 წელს ფილმის პირველი ნაწილი იქცა საერთაშორისო ფენომენად, რასაც შემდგომში მოჰყვა მეორე და მესამე ფილმები (1989 და 1990 წლები). მიუხედავად იმისა, რომ გაგრძელებებმა ისეთი შემოსავალი არ მოიტანეს, როგორც პირველმა ნაწილმა, ტრილოგია კვლავ ინარჩუნებს პოპულარობას. მისი წარმატების შედეგად შეიქმნა ანიმაციური სერიალი და ატრაქციონი Back to the Future: The Ride. ასევე დიდი წარმატებით სარგებლობს 2011 წელს გამოსული ვიდეო თამაში, რომლის მოვლენები ვითარდება 1986 წელს, მარტის დაბრუნების შემდეგ. ტრილოგიას მიღებული აქვს ოსკარი ხმის საუკეთესო მონტაჟის კატეგორიაში.