სამეცნიერო ფანტასტიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
სამეცნიერო ფანტასტიკა — ლიტერატურის, კინოსა და ხელოვნების სხვა განხრების ჟანრი, ფანტასტიკის ერთ-ერთი სახე. მასში ფიგურირებენ გამოგონილი ზებუნებრივი ადგილები, მომავლის მეცნიერული მიღწევები და ტექნოლოგიები, მოგზაურობა დროსა და სივრცეში, უცხოპლანეტელები და პარანორმალური შესაძლებლობები. სამეცნიერო ნოვატორული გამოგონებების კვლევა არის სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი მიზანი, რაც მას „იდეების ლიტერატურად“ აქცევს.[1]
ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია ხელახლა დაწერას საჭიროებს. |
სამეცნიერო ფანტასტიკა ძირითადად ეფუძნება მომავლის შესაძლო ალტერნატიულ სამყაროთა რაციონალურობის აღწერას.[2] იგი ჰგავს ფენტეზის ჟანრს, მაგრამ გამოირჩევა იმით, რომ თხრობის ელემენტები ეფუძნება მეცნიერული საფუძვლის მქონე ფაქტებს ან ბუნების კანონების მეცნიერულ პოსტულატებს (თუმცა, სიუჟეტის გარკვეული ელემენტები შესაძლოა, გამოგონილიც იყოს).
სამეცნიერო ლიტერატურაში მოქმედებების ადგილები ხშირად იგივეა, რაც არსებულ რეალობაში, მაგრამ სამეცნიერო ლიტერატურა ძირითადად ცდილობს მკითხველს შეუქმნას შთაბეჭდილება, რომ მოვლენები, აღწერილი მასში, ბუნებრივია. ეს მიიღწევა გამოგონილი ელემენტების მეცნიერული ახსნით. სამეცნიერო ლიტერატურაში შეიმჩნევა შემდეგი ელემენტები:
- დრო - როგორც წესი, მომავალი, ალტერნატიული რეალობა ან ისტორიული წარსული, რომელიც ეწინააღმდეგება აქამდე ცნობილ ფაქტებს ამა თუ იმ მოვლენის შესახებ ან არქეოლოგიურ დასკვნება.
- ადგილი - ხშირად ეს არის ღია კოსმოსი. მოვლენები მიმდინარეობს უცხო პლანეტებზე ან მათ შორის. აღწერილია თავისუფალი ფრენა კოსმოსურ სივრცეში.[3]
- პერსონაჟები - მათ შორის არიან უცხოპლანეტელები, მუტანტები, ანდროიდები ან ჰუმანოიდური რობოტები.
- ტექნოლოგია - მომავლის იარაღი და მექანიზმები. ასეთებია სხივებიანი ავტომატები, სატელეპორტაციო მანქანები, ჰუმანოიდური კომპიუტერები.[4]
- მეცნიერული პრინციპები, რომლებიც ახალია ან ეწინააღმდეგება ბუნების კანონებს. მაგალითად - მოგზაურობა დროში ან სინათლის შუქზე უფრო სწრაფად მოძრაობა.
- ახალი და განსხვავებული პოლიტიკური ან სოციალური სისტემები - დისტოპია, პოსტ-სიღარიბე ან პოსტ-აპოკალიფტიკური სიტუაცია, რომელიც ითვალისწინებს არსებული საზოგადოების ნგრევას.[5]
- პარანორმალური თვისებები - გონების კონტროლი, ტელეპატია, ტელეკინეზი, ტელეპორტირება.