უკან მომავალში
From Wikipedia, the free encyclopedia
„უკან მომავალში“ (ინგლ. Back to the Future) — რეჟისორ რობერტ ზემეკისის კინოტრილოგიის „უკან მომავალში“ პირველი ფილმი. ტრილოგიაში მოთხრობილია მარტი მაკფლაის წარსულსა და მომავალში მოგზაურობის ამბავი. სცენარის ავტორები არიან რობერტ ზემეკისი და ბობ გეილი. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მაიკლ ჯეი ფოქსი (მარტი მაკფლაი) და კრისტოფერ ლოიდი (შეშლილი მეცნიერი ემეტ ბრაუნი).
„უკან მომავალში“ | |
---|---|
რეჟისორი | რობერტ ზემეკისი |
პროდიუსერი |
|
სცენარის ავტორი |
რობერტ ზემეკისი ბობ გეილი |
როლებში |
|
მუსიკა | ალან სილვესტრი |
ოპერატორი | დინ კანდი |
მონტაჟი |
|
სტუდია | |
დისტრიბუტორი | Universal Pictures[1] |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 116 წთ[2] |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 19 მილიონი აშშ დოლარი[3][4] |
შემოსავალი | 381.1 მილიონი [3][4][5] |
ფილმი გამოვიდა 1985 წლის 3 ივლისს. მისი კინოთეატრებში ჩვენებიდან შემოსულმა მთლიანმა თანხამ შეადგინა 210 მილიონი დოლარი.[6]. 1989 წელს გამოვიდა მისი მეორე ნაწილი, „უკან მომავალში II“, ხოლო 1990 წელს — „უკან მომავალში III“. 2002 წლის 17 დეკემბერს კომპანიამ Universal ფილმი გამოსცა DVD ფორმატში, ციკლის უკან მომავალში — სრული ტრილოგია სახით. 2010 წლის ოქტომბერში ფილმი გამოვიდა Blu-Ray დისკის ფორმატში.[7][8]
ფილმის წარმატების გამო, შეიქმნა მისი ბევრი გაგრძელება. მაგალითად, ტელეკომპანია CBS-ის ეთერში გადიოდა ანიმაციური სერიალი, ხოლო კომპანიამ Harvey Comics გამოუშვა კომიქსების სერია, რომლებშიც არ მეორდებოდა ფილმების ან ანიმაციური სერიალის არც ერთი ისტორია. 2011 წელს კომპანიამ Telltale Games გამოუშვა თამაში, რომელშიც მოთხრობილია მარტი მაკფლაისა და დოკ ბრაუნის შემდგომი თავგადასავლების შესახებ.