მთიანი ყარაბაღის ომი (2020)
From Wikipedia, the free encyclopedia
მთიანი ყარაბაღის ომი (აზერ. İkinci Qarabağ müharibəsi, სომხ. Արցախյան երկրորդ պատերազմ) — შეიარაღებული კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სადავო მთიანი ყარაბაღის რეგიონში.
მთიანი ყარაბაღის ომი | |||||
---|---|---|---|---|---|
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ნაწილი | |||||
ტერიტორიები, რომლებიც აზერბაიჯანმა ომის მიმდინარეობისას დაიბრუნა
| |||||
თარიღი | 17 სექტემბერი, 2020 - 10 ნოემბერი, 2020 | ||||
მდებარეობა |
მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანი | ||||
შედეგი |
აზერბაიჯანის გამარჯვება[1][2]
| ||||
ტერიტორიული ცვლილებები |
ომის დროს აზერბაიჯანმა კონტროლი დაამყარა 9 ქალაქსა და 240 სოფელზე [6], ასევე აზერბაიჯანისა და ირანის მთელ საზღვარზე დაამყარა კონტროლი. | ||||
მხარეები | |||||
| |||||
მეთაურები | |||||
| |||||
ძალები | |||||
| |||||
დანაკარგები | |||||
| |||||
მთიანი ყარაბაღის ომი ვიკისაწყობში |
შეტაკებები დაიწყო 2020 წლის 27 სექტემბრის დილას მთიანი ყარაბაღის საკონტაქტო ხაზის გასწვრივ, რომელიც დამყარდა მთიანი ყარაბაღის 1988–1994 წლების ომის შემდეგ. შეტაკებების საპასუხოდ, სომხეთმა და არცახმა სრული მობილიზაცია და საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს. აზერბაიჯანმა კომენდატის საათი და სრული მობილიზაცია გამოაცხადა. კონფლიქტის დროს გამოიყენებოდა სამხედრო ავიაცია, დრონები, შორ მანძილზე მსროლელი მძიმე არტილერია[60] და ბალისტიკური რაკეტები, ადგილი ჰქონდა ორივე მხრიდან ონლაინ-საინფორმაციო ომსა და სახელმწიფო პროპაგანდას. [61]
მრავალმა ქვეყანამ და გაერომ მკაცრად დაგმო კონფლიქტი და ორივე მხარეს მოუწოდა დაძაბულობის დეესკალაციისკენ და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისკენ. საერთაშორისო ანალიტიკოსთა აზრით, საბრძოლო მოქმედებები, სავარაუდოდ, დაიწყო აზერბაიჯანის შეტევით. [62]
მხარეები მოსკოვში ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რომელიც ძალაში 10 ოქტომბერს შევიდა. ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება არაერთხელ დაირღვა, შეჩერდა გარდაცვლილთა გეგმიური დაბრუნებისა და დაჭრილთა და პატიმართა გაცვლის პროცესები.[63] ორივე მხრიდან დაღუპულთა რიცხვი ათასამდე მერყეობს. რუსულ-თურქული გეოპოლიტიკური დინამიკისა და მილსადენის პოლიტიკის გამო არსებობს ფართო რეგიონულ კონფლიქტად გადაზრდის საშიშროებაც. [64]