მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი — ტერიტორიული და ეთნიკური კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რომელიც სადავო მთიანი ყარაბაღის რეგიონსა და მის გარეთ შვიდი მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს, რომლებიც დე-ფაქტო თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მიერ კონტროლირდება, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოების მიერ დე-იურე აღიარებულია აზერბაიჯანის ნაწილად. კონფლიქტი XX საუკუნის დასაწყისში წარმოიშვა, როდესაც სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის რეგიონი, იოსებ სტალინის გადაწყვეტილებით, საბჭოთა აზერბაიჯანში ავტონომიურ ოლქად გადაკეთდა.[15] რეგიონი იქცა ანკლავად აზერბაიჯანის შემადგენლობაში, რომელსაც სომხეთთან სახმელეთო საზღვარი არ ჰქონდა. საბჭოთა პერიოდში, ყარაბაღის ავტონომიური ოლქის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკურად სომხებისგან შედგებოდა, რომლებიც ავტონომიური ოლქის ჩამოყალიბების პირველ წლებში მოსახლეობის 89 %-ს ხოლო 1989 წელს 76%-ს შეადგენდნენ. დღევანდელი კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო, როდესაც ყარაბაღის სომხებმა მოისურვეს, რომ ყარაბაღი საბჭოთა აზერბაიჯანიდან საბჭოთა სომხეთის შემადგენლობაში გადასულიყო. კონფლიქტი 1990-იანი წლების დასაწყისში სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა. შედეგად დაწყებული სამხედრო მოქმედებები 1994 წლამდე გაგრძელდა და საბოლოოდ, რეგიონი ადგილობრივი სომხების კონტროლის ქვეშ გადავიდა, რომლებმაც ყარაბაღის ტერიტორიაზე დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. 1994 წელს, ბიშკეკის პროტოკოლის ხელმოწერის შემდეგ, კონფლიქტი ძირითადად გაყინულია, თუმცა, მხარეებს შორის შეიარაღებული შეტაკებები მაინც გრძელდება. ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის ყველაზე მნიშვნელოვანი შემთხვევა 2016 წლის აპრილის დასაწყისში მომხდარი, ოთხდღიანი ომის სახელით ცნობილი დაპირისპირება იყო.
სწრაფი ფაქტები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, თარიღი ...
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი |
---|
დღევანდელი ვითარება ყარაბაღში |
თარიღი |
1988-დან დღემდე ძირითადი ფაზა: 1988–94 |
---|
მდებარეობა |
მთიანი ყარაბაღის კონტაქტის ხაზი აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარი აზერბაიჯანი |
---|
შედეგი |
მიმდინარეობს |
---|
მხარეები |
---|
|
მეთაურები |
---|
ამჟამინდელი: ნიკოლ ფაშინიანი (პრემიერ-მინისტრი) სეირან ოჰანიანი (თავდაცვის მინისტრი) არტაკ დავთიანი (შტაბის უფროსი) არაიკ ჰარუთიუნიანი (მყრ პრეზიდენტი) კამო ვარდანიანი (მყრ თავდაცვის მინისტრი) |
ამჟამინდელი: ილჰამ ალიევი (პრეზიდენტი, მთავარსარდალი) ზაქირ ჰასანოვი (თავდაცვის მინისტრი) ქარიმ ვალიევი (გენერალური შტაბის უფროსი) |
|
ძალები |
---|
|
დანაკარგები |
---|
214 ჯარისკაცი, 16 სამოქალაქო პირი (2008–2016) ~2,000 (1994–2017, ტატულ აკობიანის ცნობით) მოკლული[9] |
1,008 ჯარისკაცი და 90+ სამოქალაქო პირი მოკლული, 1,205 ჯარისკაცი და 140 სამოქალაქო პირი დაიჭრა, 30+ ჯარისკაცი და 12 სამოქალაქო პირი ტყვე (1994–2016)[10] |
|
28,000–38,000 მოკლული (1988–1994)[11][12][13] 3,000 მოკლული (მაისი 1994–აგვისტო 2009)[14] 407–467+ მოკლული (2010–2016) |
|
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ვიკისაწყობში |
დახურვა