Bayraktar TB2
From Wikipedia, the free encyclopedia
Bayraktar TB2 (ქართ. ბაირაქტარი) — თურქული საშუალო სიმაღლის გრძელვადიანი უპილოტო საბრძოლო საფრენი აპარატი, რომლის შესაძლებელია დისტანციურად მართვა ან ავტონომიურად ოპერირება. წარმოებულია თურქული კომპანია ბაიქარის მიერ, ძირითადად თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის.[2] საფრენი აპარატი კონტროლდება და იმართება სახმელეთო კონტროლის სადგურში მყოფი ეკაპაჟის მიერ, მათ შორის იარაღის გამოყენებაც. ბაირაქტარი თურქულიდან ითარგმნება, როგორც „დროშას“ ან „დროშის მატარებელს“. აპარატის შექმნა და განვითარება დიდწილად სელჩუკ ბაირაქტარის სახელთანაა დაკავშირებული, რომელიც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის კურსდამთავრებულია.[3][4] საფრენი აპარატი შედგება იმპორტირებული და რეგულირებული კომპონენტებისა და ტექნოლოგიებისგან, სადაც ძრავები წარმოებულია ავსტრიაში, სარაკეტო საკიდარი წარმოებულია დიდ ბრიტანეთში და ოპტოელექტრონიკა იმპორტირებულია კანადასა და გერმანიიდან. დღეისთვის იმპორტირებული კომპონენტების რიგი ნაწილი შეჩერებულია ყარაბაღში მიმდინარე მოვლენების ფონზე, მაგალითად, კანადას შეჩერებული აქვს სენსორების მიწოდება და ეს საკითხი ახლა კანადის მთავრობის განხილვის ქვეშაა.[5]
Bayraktar TB2 | |
---|---|
თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების Bayraktar TB2 | |
ფუნქცია | უპილოტო საბრძოლო საფრენი აპარატი |
წარმოება | თურქეთი |
შემქმნელი | ბაიქარი |
პირველი გაფრენა | აგვისტო, 2014; 9 წლის წინ (2014-08) |
სტატუსი | შეიარაღებაში |
მომხმარებლები |
|
ღირებულება | 5 მლნ აშშ დოლარი (2019)[1] |
გაუმჯობესებული | Bayraktar Akıncı |
შეიქმნა | Bayraktar TB1 |