მერი I (ინგლისი)
From Wikipedia, the free encyclopedia
მერი I (ინგლ. Mary I of England, ესპ. María I de Inglaterra; დ. 18 თებერვალი, 1516, გრინვიჩი, ინგლისი — გ. 17 ნოემბერი, 1558, ლონდონი, ინგლისი) — ტიუდორების დინასტიის წარმომადგენელი. ინგლისისა და ირლანდიის დედოფალი 1553–1558 წლებში, როგორც ჰენრი VIII-ის ასული. მისი მმართველობის პერიოდში ინგლისში პროტესტანტული რეფორმაცია მძვინვარებდა, რა დროსაც დედოფალი ძალიან დიდ სისასტიკეს იჩენდა პროტესტანტების მიმართ, რის გამოც ხალხმა მას სისხლიანი მერი შეარქვა.
მერი I | |
---|---|
Mary I | |
დედოფალი მერი 1554 წელს, შესრულებულია ანტონიო მორის მიერ | |
ინგლისისა და ირლანდიის დედოფალი | |
კორონაცია: | 1 ოქტომბერი, 1553 |
მმართ. დასაწყისი: | 19 ივლისი, 1553 |
მმართ. დასასრული: | 17 ნოემბერი, 1558 |
წინამორბედი: | ლედი ჯეინ გრეი |
მემკვიდრე: | ელისაბედ I |
ნეაპოლის დედოფალი და მილანის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 25 ივლისი, 1554 |
მმართ. დასასრული: | 17 ნოემბერი, 1558 |
წინამორბედი: | ისაბელ პორტუგალიელი |
მემკვიდრე: | ელიზაბეტ ვალუა |
ესპანეთის, სარდინიისა და სიცილიის დედოფალი, ბურგუნდიის ჰერცოგინია და ჩვიდმეტი პროვინციის მონარქი | |
მმართ. დასაწყისი: | 16 იანვარი, 1556 |
მმართ. დასასრული: | 17 ნოემბერი, 1558 |
წინამორბედი: | ისაბელ პორტუგალიელი |
მემკვიდრე: | ელიზაბეტ ვალუა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 18 თებერვალი, 1516 |
დაბ. ადგილი: | გრინვიჩი, ინგლისი |
გარდ. თარიღი: | 17 ნოემბერი, 1558, (42 წლის) |
გარდ. ადგილი: | ლონდონი, ინგლისი |
მეუღლე: |
ფილიპე II, ესპანეთის მეფე (ქ. 1554) |
დინასტია: | ტიუდორები |
მამა: | ჰენრი VIII, ინგლისის მეფე |
დედა: | კატალინა არაგონელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
იგი იყო ინგლისისა და ირლანდიის მეფე ჰენრი VIII-ისა და მისი პირველი ცოლის, დედოფალ კატალინა არაგონელის ერთადერთი საერთო ქალიშვილი. მამის გარდაცვალების შემდეგ, 1547 წელს ტახტზე ავიდა ჰენრის ვაჟი ედუარდ VI (რომელიც მესამე ცოლთან, ჯეინ სეიმურთან ჰყავდა), რომელიც 1553 წელს გარდაიცვალა. ვინაიდან ედუარდი ანგლიკანი იყო, ცდილობდა მამის ანდერძი შეეცვალა და ტახტი თავის მამიდაშვილ ჯეინ გრეის დაუტოვა, მერის ნაცვლად, ვინაიდან იცოდა, რომ მერი კვლავ კათოლიკობას აღადგენდა, თუმცა სულ ცხრა დღეში მერიმ ჯეინი ტახტიდან ჩამოაგდო და ინგლისისა და ირლანდიის დედოფალი გახდა. 1554 წელს იგი ცოლად გაჰყვა საღვთო რომის იმპერატორ და ესპანეთის მეფე კარლ V-ის უფროს ვაჟს, ინფანტ ფილიპეს, რომელიც 1556 წელს ესპანეთის მეფე გახდა, მერი კი დედოფალი, თუმცა იგი ესპანეთს არასდროს სწვევია.
მერის ხუთწლიანი მმართველობის პერიოდში ინგლისის მასშტაბით სულ 280-ზე მეტი ადამიანი იქნა დასჯილი სიკვდილით, რაც არც ისე მაღალი მაჩვენებელი იყო იმ ეპოქაში, თუმცაღა მისი სახელის შესაბღალად უწოდეს მას სისხლიანი, მაშინ როცა ესპანეთში მისი ძეგლიც კი დგას, როგორც კათოლიკობის დამცველის. მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი ნახევარ-და ელისაბედ I ავიდა (ჰენრი VIII-ისა და მისი მეორე ცოლის, ანა ბოლეინის ქალიშვილი), რომლის 45 წლიანი მმართველობისასაც ინგლისი საბოლოოდ იქცა პროტესტანტულ სახელმწიფოდ.