ჰენრი VIII
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰენრი VIII (ინგლ. Henry„ VIII) (დ. 28 ივნისი, 1491, გრინიჩი — გ. 28 იანვარი, 1547, ლონდონი) — ინგლისის მეორე ტიუდორი მეფე 1509-1547 წ.წ. ირლანდიის ლორდი 1509-1542 და მეფე 1542-1547 წლებში. ტახტზე ავიდა მამის, ჰენრი VII-ის გარდაცვალების შემდეგ.
ჰენრი VIII | |
---|---|
Henry VIII | |
ინგლისისა და ირლანდიის მეფე | |
კორონაცია: | 24 ივნისი, 1509 |
მმართ. დასაწყისი: | 21 აპრილი, 1509 |
მმართ. დასასრული: | 28 იანვარი, 1547 |
წინამორბედი: | ჰენრი VII |
მემკვიდრე: | ედუარდ VI |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 28 ივნისი, 1491 |
დაბ. ადგილი: | გრინვიჩის სასახლე, გრინვიჩი |
გარდ. თარიღი: | 28 იანვარი, 1547 |
გარდ. ადგილი: | უინძორების სასახლე |
მეუღლე: |
კატალინა არაგონელი (ქ. 1509 - განქ. 1533) ანა ბოლეინი (ქ. 1533 - სიკ.დასჯ. 1536) ჯეინ სეიმური (ქ. 1536 - გარდ. 1537) ანა კლეველი (ქ. 1540 - განქ. 1540) კათრინ ჰოვარდი (ქ. 1540 - სიკ.დასჯ. 1541) ქეთრინ პარი (ქ. 1543) |
შვილები: |
მერი I ელისაბედ I ედუარდ VI |
დინასტია: | ტიუდორები |
მამა: | ჰენრი VII |
დედა: | ელისაბედ იორკელი |
რელიგია: | კათოლიციზმი; მოგვიანებით ანგლიკანიზმი |
ხელმოწერა: | |
ჰენრი VIII-ის მმართველობის პერიოდს ინგლისის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მის სახელთანაა დაკავშირებული ინგლისის რომისგან განდგომა და ანგლიკანიზმის ჩამოყალიბება. ჰენრიმ თავი ანგლიკანიზმის მეთაურად გამოაცხადა, რითაც მეფის უფლებები ინგლისში ხელშეუხებელი გახდა.
მეფე ჰენრი 6-ჯერ იყო დაქორწინებული. მას ძალიან აწუხებდა მემკვიდრის საკითხი და ეძებდა ქალს, რომელიც მისთვის ვაჟის გაჩენას მოახერხებდა. სწორედ ამ სურვილის გამო მოხდა მისი ძალზე გახმაურებული განქორწინება ეკატერინე არაგონელთან და ქორწინება ანა ბოლეინთან.