კვიპროსი
From Wikipedia, the free encyclopedia
კვიპროსი (ბერძ. Κύπρος, თურქ. Kıbrıs), ოფიციალურად კვიპროსის რესპუბლიკა (ბერძნ. Κυπριακή Δημοκρατία, თურქ. Kıbrıs Cumhuriyeti) — კუნძულოვანი სახელმწიფო ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში.[7] კვიპროსი როგორც მოსახლეობის რაოდენობით ასევე ფართობის სიდიდითაც ხმელთაშუა ზღვაში მესამეა. გეოგრაფიულად ეკუთვნის აზიას, თუმცა კულტურულ-პოლიტიკური თვალსაზრისით ევროპის ნაწილია. ის მდებარეობს თურქეთის სამხრეთით, სირიისა და ლიბანის დასავლეთით, ისრაელის ჩრდილო-დასავლეთით, ეგვიპტის ჩრდილოეთით და საბერძნეთის აღმოსავლეთით.
კვიპროსის რესპუბლიკა Κυπριακή Δημοκρατία (ბერძნული) Kıbrıs Cumhuriyeti (თურქული) კვიპროსი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
ჰიმნი: μνος εἰς τὴν Ἐλευθερίαν თავისუფლების ჰიმნი |
||||||
კვიპროსის მდებარეობა ევროპაში
|
||||||
დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი | ნიქოზია 35°10′ ჩ. გ. 33°22′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ||||||
უმცირესობის ენები |
|
|||||
ეთნიკური ჯგუფები | ||||||
ეთნოქორონიმი | კვიპროსელი | |||||
მთავრობა | უნიტარული საპრეზიდენტო კონსტიტუციური რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | ნიკოს ანასტასიადესი | ||||
საკანონმდებლო ორგანო | წარმომადგენელთა პალატა | |||||
დამოუკიდებლობა გაერთიანებული სამეფოსაგან | ||||||
- | ლონდონისა და ციურიხის შეთანხმებები | 19 თებერვალი, 1959 | ||||
- | დამოუკიდებლობის გამოცხადება | 16 აგვისტო, 1960 | ||||
- | დამოუკიდებლობის დღე | 1 ოქტომბერი, 1960 | ||||
- | ევროკავშირში გაწევრიანება | 1 მაისი, 2004 | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ [ა] | 9 251 კმ2 (168-ე) | ||||
- | წყალი (%) | 9 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2011 შეფასება | 1 117 000[1] | ||||
- | 2011 აღწერა | 838 897[2][3] | ||||
- | სიმჭიდროვე | 90.7 კაცი/კმ2 (114-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2013 შეფასება | |||||
- | სულ | $23.613 მილიარდი[4] | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $27 085[4] | ||||
მშპ (ნომინალი) | 2012 შეფასება | |||||
- | სულ | $23.006 მილიარდი[4] | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $26 389[4] | ||||
ჯინი (2011) | 29.1[5] დაბალი · მე-19 |
|||||
აგი (2013) | 0.845[6] ძალიან მაღალი · 32-ე |
|||||
ვალუტა | ევრო (€) (EUR ) |
|||||
სასაათო სარტყელი | UTC+02:00 (UTC+2) | |||||
- | ზაფხული (DST) | UTC+03:00 (UTC+3) | ||||
მოძრაობა | მარცხენა | |||||
სატელეფონო კოდი | +357 | |||||
ინტერნეტ-დომენი | .cy [ბ] | |||||
ა. | ^ მათ შორის ჩრდილოეთი კვიპროსი, გაეროს ბუფერული ზონა და აკროტირი და დეკელია. | |||||
ბ. | ^ ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება დომენი .eu. |
კვიპროსზე უძველესი ნამოსახლარები თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე X ათასწლეულით. იმ პერიოდის არქეოლოგიური ძაგლებში გვხვდება კარგად შემონახული ნეოლითის ხანის სოფელი ხიროკიტია. კვიპროსზე ჩვენს წელთაღრიცხვამდე II ათასწლეულში სახლობდნენ მიკენიელი ბერძნები. მისი სტრატეგიული მდებარეობის გამო დიდ იმპერიებს ჰქონდათ დაპყრობილი. მათ შორის: ნეო-ასურეთს, ძველ ეგვიპტს და აქემენიანთა იმპერიას. ძვ. წ. 333 წელს ის ალექსანდრე დიდმა გაათავისუფლა. ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ ის მოექცა პტოლემეების დინასტიის მმართველობაში. შემდგომში ის შედიოდა რომის, ბიზანტიის იმპერიების, ვენეციის რესპუბლიკის და ბოლოს 3 საკუნის განმავლობაში 1571–1878 წლებში (დე იურე 1914 წლამდე)[8] ოსმალეთის შემადგენლობაში.
1878 წლიდან კვიპროსი მოექცა ბრიტანეთის გავლენის ქვეშ, საიდანაც დამოუკიდებლობა მხოლოდ 1960 წელს მოიპოვა.[9] 1961 წელს ის შეუერთდა ერთა თანამეგობრობას. 1963 წელს დაიწყო 11-წლიანი ინტერკომუნალური დაპირისპირება კვიპროსელ ბერძნებსა და თურქებს შორის.საბოლოოდ დაპირისპირება 1984 წელს კვიპროსის გაყოფითა და ჩრდილოეთი კვიპროსის არაღიარებული სახელმწიფოს ჩამოყალიბებით დასრულდა.
კვიპროსს აქვს დე იურე სუვერენიტეტი, რომელიც ვრცელდება მთელს კუნძულზე და მის შემოგარენ წყლებზე, გარდა ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების – აკროტირი და დეკელიასი. 2004 წლის 1 მაისს კვიპროსი გახდა ევროკავშირის წევრი, ხოლო 2008 წლის 1 იანვარს შეუერთდა ევროზონას.