კემპბელის კუნძული
From Wikipedia, the free encyclopedia
კემპბელის კუნძული (ინგლ. Campbell Island, მაორ. Motu Ihupuku) — დაშორებული, დაუსახლებელი, სუბანტარქტიკული კუნძული კემპბელის კუნძულების ჯგუფში, ახალი ზელანდიის შემადგენლობაში. კუნძულზე არ არსებობს მუდმივი მოსახლეობა. მასთან მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ვერტმფრენებით ან გემებით.
სწრაფი ფაქტები მშობ. სახელი: ინგლ. Campbell Island, გეოგრაფია ...
მშობ. სახელი: ინგლ. Campbell Island | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 52°32′ ს. გ. 169°08′ ა. გ. |
ფართობი | 112,68 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 500 მ |
ახალი ზელანდია | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | დაუსახლებელი (2010) |
დახურვა
ახალი ზელანდიის სხვა სუბანტარქტიკულ კუნძულებთან ერთად, კემპბელი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული.