დანია
From Wikipedia, the free encyclopedia
დანია (დან. Danmark) — სუვერენული სახელმწიფო ჩრდილოეთ ევროპაში; დანიის სამეფოს მეტროპოლიური ნაწილი (სამეფოს შემადგენლობაში საკუთრივ დანიის გარდა შედის ორი დომინიონი — ფარერის კუნძულები ატლანტის ოკეანეში და გრენლანდია ჩრდილოეთ ამერიკაში). საკუთრივ დანია სკანდინავიურ ქვეყნებს შორის ყველაზე სამხრეთით მდებარე სახელმწიფოა. მდებარეობს შვედეთისა და ნორვეგიის სამხრეთით, ხოლო ერთადერთი სახელმწიფო, რომელთანაც მას სახმელეთო საზღვარი გააჩნია, არის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა. ქვეყნის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი მდებარეობს იუტლანდიის ნახევარკუნძულსა და უამრავ კუნძულზე, რომელთა შორის აღსანიშნავია ზელანდია, ფიუნი, ლოლანი, ფალსტერი და ბორნჰოლმი, ასევე უამრავი მცირე ზომის კუნძული, რომელთა ერთობლიობა ქმნის დანიის არქიპელაგს.
დანია დან. Danmark |
|||||
---|---|---|---|---|---|
დევიზი: „Guds hjælp, Folkets kærlighed, Danmarks styrke“ „ღმერთის დახმარებით, ხალხის სიყვარულით, დანიის სიძლიერისთვის“ |
|||||
ჰიმნი: Der er et yndigt land ეს მშვენიერი მიწა სამეფო ჰიმნი: Kong Christian stod ved højen mast მეფე კრისტიანი მაღალ ანძასთან იდგა |
|||||
დანიის მდებარეობა ევროპაში
|
|||||
დანიის სამეფო: დანია, ფარერის კუნძულები (წრეში)
და გრენლანდია. |
|||||
დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი | კოპენჰაგენი 55°43′ ჩ. გ. 12°34′ ა. გ. | ||||
ოფიციალური ენა | დანიური | ||||
აღიარებული რეგიონული ენები | |||||
ეთნოქორონიმი | დანიელი | ||||
მთავრობა | უნიტარული საპარლამენტო კონსტიტუციური მონარქია |
||||
- | მონარქი | ფრედერიკ X | |||
- | პრემიერ-მინისტრი | მეტე ფრედერიქსენი | |||
საკანონმდებლო ორგანო | ფოლკეტინგი | ||||
დაარსება | |||||
- | კონსოლიდაცია | X საუკუნე | |||
- | (საკონსტიტუციო აქტის დემოკრატიზაცია) |
5 ივნისი, 1849 | |||
- | დანიის სამეფო | 24 მარტი, 1948 [ბ] | |||
ფართობი | |||||
- | დანია | 42 915,7 კმ2 (133-ე) | |||
- | გრენლანდია | 2 166 086 | |||
- | ფარერის კუნძულები | 1399 | |||
მოსახლეობა | |||||
- | იანვარი, 2020 შეფასება | 5,837,213[1] (113-ე) | |||
- | გრენლანდია | 56,081[2] [გ] | |||
- | ფარერის კუნძულები | 52,110[3][გ] | |||
- | სიმჭიდროვე | 137.65 კაცი/კმ2 [დ] | |||
მშპ (მუპ) | 2013 შეფასება | ||||
- | სულ | $211.321 მილიარდი[4] [დ] (52-ე) | |||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $37 794[4] (მე-19) | |||
მშპ (ნომინალი) | 2013 შეფასება | ||||
- | სულ | $324.293 მილიარდი[4] [დ] (34-ე) | |||
- | ერთ სულ მოსახლეზე | მე-6 | |||
ჯინი (2012) | 28.1[5] დაბალი |
||||
აგი (2013) | 0.900[6] ძალიან მაღალი · მე-10 |
||||
ვალუტა | დანიური კრონი [ე] (DKK ) |
||||
სასაათო სარტყელი | UTC+01:00 (UTC+1) | ||||
- | ზაფხული (DST) | UTC+02:00 (UTC+2) | |||
მოძრაობა | მარჯვენა | ||||
სატელეფონო კოდი | +45 [ვ] | ||||
ინტერნეტ-დომენი | .dk [ზ] | ||||
ა. | ^ ფარერული დანიურთან ერთად ფარერის კუნძულების ოფიციალური ენაა. გრენლანდიური გრენლანდიის ერთადერთი ოფიციალური ენაა. გერმანული სამხრეთ დანიაში აღიარებულია უმცირესობების დაცულ ენად. | ||||
ბ. | ^ ფარერის კუნძულები 1948 წლის 24 მარტს პირველი თვითმმართველი ტერიტორია გახდა. ასევე გრენლანდიამ 1979 წლის 1 მაისს მიიღო ავტონომია. | ||||
გ. | ^ 2013 წლის შეფასება | ||||
დ. | ^ ეს მონაცემი მხოლოდ დანიას ეხება. გრენლანდიისა და ფარერის კუნძულების მონაცემებისათვის იხილეთ მათი სტატიები. | ||||
ე. | ^ ფარერის კუნძულებზე ვალუტას ცოტა განსხვავებული დიზაინი აქვს და მას კრონა ჰქვია, თუმცა ეს იგივე ვალუტაა. | ||||
ვ. | ^ ფარერის კუნძულებსა (+298) და გრენლანდიას (+299) საკუთარი სატელეფონო კოდები აქვთ. | ||||
ზ. | ^ ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება დომენი .eu. გრენლანდიას (.gl) და ფარერის კუნძულებს (.fo) საკუთარი დომენები აქვთ. |
დანიის სამეფო არის საპარლამენტო ტიპის კონსტიტუციური მონარქია, რომლის მთავრობის ადგილსამყოფელია ქვეყნის დედაქალაქი კოპენჰაგენი. დანია უნიტარული სახელმწიფოა, თუმცა საკუთარი შიდა საკითხების მოგვარების უფლება ცენტრალური მთავრობის მიერ დელეგირებულია გრენლანდიისა და ფარერის კუნძულების მოსახლეობისადმი. ამგვარ წყობილებას დანიაში უწოდებენ rigsfælleskabet (რაც ქართულად ითარგმნება როგორც დანიის სამეფო. ფარერის კუნძულების სტატუსი განსაზღვრულია როგორც ადამიანთა საზოგადოება სამეფოს შიგნით, ხოლო გრენლანდიის მოსახლეობა - დამოუკიდებელი ერი თვითდამკვიდრების უფლებით.[7][8]
დანიის ისტორია მნიშვნელოვნად არის განპირობებული მისი ადგილმდებარეობით ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვებს შორის, რაც გულისხმობდა გერმანიისა და შვედეთის მიერ ბალტიის ზღვის გაკონტროლებების მცდელობების ეპიცენტრში ყოფნას, რადგანაც კილის არხის გათხრამდე ბალტიის ზღვაში მხოლოდ სამი მომცრო არხის — დანიის კარიბჭეების მეშვეობით შეიძლებოდა გადასვლა. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დანია ედავებოდა შვედეთსა და ნორვეგიას სკანიის ტერიტორიას, ხოლო ჰანზის კავშირს — შლეზვიგისა და ჰოლშტაინის საჰერცოგოებს. საბოლოოდ დანიამ წააგო ორივე კონფლიქტი, რის შედეგადაც სკანია დარჩა შვედეთს, ხოლო შლეზვიგ-ჰოლშტაინი გერმანიის იმპერიას. რაც შეეხება დომინიონებს, დანიამ მიიერთა გრენლანდია და ფარერის კუნძულები 1814 წელს, დანია-ნორვეგიის ერთიანი სამეფოს მოშლის შემდეგ, თუმცა დანიის მონარქი (რომელიც ასევე გაერთიანებული სახელმწიფოს მონარქიც იყო) ფლობდა კოლონიებს XIV საუკუნიდან. როგორც ფარერის კუნძულები, ასევე გრენლანდია გახდნენ დანიის სახელმწიფოს ნაწილი XX საუკუნეში, თუმცა მიიღეს შიდა საკითხების გადაწყვეტის უფლება 1948 და 1979 წლებში.
1973 წელს დანია ევროპის კავშირის წევრი გახდა, თუმცა დღემდე ევროზონის გარეთ რჩება, ამავდროულად გრენლანდიამ და ფარერის კუნძულებმა უარი თქვეს ევროპის კავშირში შესვლაზეც. სამეფო არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ნატოსა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის დამფუძნებელი, ასევე ეუთოს წევრი. შერეული ეკონომიკისა და სოციალური სახელმწიფოს პირობებში დანიას ახასიათებს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სოციალური თანასწორობა და VII ადგილი მშპ-ს მიხედვით. საკმაოდ ხშირად დანიას მიიჩნევენ ყველაზე ბედნიერ[9][10] და ყველაზე არაკორუმპირებულ ქვეყანად მსოფლიოში. 2011 წელს დანიას ეკავა XVI ადგილი ადამიანური განვითარების ინდექსში, III ადგილი დემოკრატიის ინდექსში და II ადგილი კორუფციის აღმოფხვრის ინდექსში. დანიური ენა საკმაოდ ახლოა შვედურსა და ნორვეგიულ ენებთან, რომლებთანაც ასევე მჭიდრო ისტორიული ფესვები აკავშირებს. დანია, შვედეთსა და ნორვეგიასთან ერთად ცნობილია როგორც „სკანდინავიის“ რეგიონის ნაწილი და ჩრდილოეთის საბჭოს წევრი.