ნორვეგიული ენა
From Wikipedia, the free encyclopedia
ნორვეგიული ენა (თვითსახელი norsk [nɔʂk]) — ჩრდილოგერმანიკული ენა, რომელზეც ლაპარაკობენ ნორვეგიაში და ამ ქვეყნის ოფიციალური ენის სტატუსს ატარებს. ნორვეგიულთან ერთად შვედური, დანიური, ფარერული და ისლანდიური სკანდინავიურ ენებს მიეკუთვნებიან. ყველაზე ახლოს ნორვეგიულთან ფარერული და ისლანდიური ენები დგას.
სწრაფი ფაქტები
ნორვეგიული norsk | |
გავრცელებულია | ნორვეგია |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | სულ: 4.6 მლნ. |
ოფიციალური სტატუსი | ოფიციალური ენა: ნორვეგია
არეგულირებს: ნორვეგიის ენის საბჭო |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ინდოევროპული
|
დამწერლობის სისტემა | ლათინური |
ენის კოდები | ISO 639-1: no\nb\nn ISO 639-2: nor\nob\nno ISO/FDIS 639-3: nor \nob\nno |
დახურვა
კანონმდებლობითა და ხელისუფლების წესდებით ლიტერატურული ნორვეგიულის ორი ფორმა არსებობს – ბუკმოლი Bokmål („წიგნის ენა“) და ნიუნორსკი Nynorsk („ახალნორვეგიული“).
სამეტყველო ნორვეგიულის სტანდარტიზებული ვარიანტი არ არსებობს, ანუ ნებისმიერ ნორვეგიელს შეუძლია საკუთარ დიალექტზე ისაუბროს.