გოჭალა (ორაგულისებრთა გვარი)
From Wikipedia, the free encyclopedia
გოჭალა[1] (ლათ. Salvelinus) — თევზების გვარი ორაგულისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 14-დან 110 სმ-მდეა, მასა 30 გრამიდან 15 კგ-მდე. სხეულზე მკვეთრი ლაქებია: ნარინჯისფერი, წითელი ან თეთრი; ქერცლი წვრილია. პირი დიდი. გვარის სახეობრივი შემადგენლობა ზუსტად განსაზღვრული არ არის; გამსვლელი და მტკნარი წყლის ფორმებია, ბინადრობენ ატლანტის, ჩრდილოეთის ყინულოვანი და წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილის აუზების წყალსატევებში; განირჩევიან გარეგნობით, შეფერილობითა და ცხოვრების ნირით. გოჭალებს მიეკუთვნება არქტიკული გოჭალა (S. alpinus), ამერიკული ტბის პალია (S. namaycush), კუნჯა (S. leucomaenis), მალმა (S. malma), პალიები. გოჭალები ჩრდილოეთის ეკოსისტემის ტიპური წარმომადგენლებია, მგრძნობიარენი არიან წყლის დაბინძურების მიმართ და მისი სისუფთავის ინდიკატორებს წარმოადგენენ.[2]
გოჭალა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მამალი არქტიკული გოჭალა (Salvelinus alpinus) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Salvelinus (Richardson, 1836) | |||||||||||||
|
ქართულად „გოჭალა“ ასევე ეწოდება კობრისნაირთა რიგის გოჭალასებრთა ოჯახის (Nemacheilidae) თევზებს.