ამერიკის კონფედერაციული შტატები
From Wikipedia, the free encyclopedia
ამერიკის კონფედერაციული შტატები, ასევე კონფედერაციული შტატები, კონფედერაცია, აკშ, კ.შ. (ინგლ. Confederate States of America, Confederate States, Confederacy, CSA, C.S.) — აშშ-ისგან გამოყოფილი შტატების მიერ დაარსებული არაღიარებული კონფედერაცია, რომელიც დაარსდა 1861 წლის 4 თებერვალს და იარსება 1865 წლის 5 მაისამდე. კონფედერაცია აშშ-ის ღრმა სამხრეთის შვიდმა მონობის მომხრე შტატმა დააარსა, რომელთა რეგიონული ეკონომიკა ძირითადად დამოკიდებული იყო სოფლის მეურნეობაზე, განსაკუთრებით კი ბამბაზე, ეს შტატები პროდუქციის წარმოების პლანტაციურ სისტემაზე იყვნენ მოწყობილნი, რომელიც, დიდწილად მონათა შრომას ეყრდნობოდა.[1] თითოეულმა მათგანმა შეერთებული შტატებისგან გამოყოფა გამოაცხადა, მას შემდეგ რაც 1860 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელთა კანდიდატმა აბრაამ ლინკოლნმა გაიმარჯვა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მონობას და მის გაფართოებას. 1860 წლის მარტში ლინკოლნმა თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა, ერთი თვით ადრე კი კონფედერაციამ საკუთარი მთავრობა გამოაცხადა, თუმცა შეერთებული შტატების მთავრობამ კონფედერაცია და მისი მთავრობა არალეგალურად ცნო. აპრილში ომის დაწყების შემდეგ, ზემო სამხრეთის ოთხი შტატი ამერიკის შეერთებულ შტატებს გამოეყო და კონფედერაციას შეუერთდა. მოგვიანებით კონფედერაციამ მისური და კენტუკი შემოიერთა, როგორც კონფედერაციის წევრები.
ამერიკის კონფედერაციული შტატები Confederate States of America | ||||||||||||||||||||||
არაღიარებული სახელმწიფო | ||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||
დევიზი Deo Vindice (ლათინურად) „Under God, our Vindicator“ | ||||||||||||||||||||||
ჰიმნი „God Save the South“ (არაოფიციალური) „The Bonnie Blue Flag“ (პოპულარული) „Dixie“ (ტრადიციული) | ||||||||||||||||||||||
ამერიკის კონფედერაციული შტატები 1862 წლისთვის | ||||||||||||||||||||||
დედაქალაქი | მონტგომერი (29 მაისი, 1861 წლამდე) რიჩმონდი (3 აპრილი, 1865 წლამდე) | |||||||||||||||||||||
ენები | ინგლისური (დე ფაქტო) | |||||||||||||||||||||
მთავრობა | ფედერალური რესპუბლიკა და უპარტიო დემოკრატია | |||||||||||||||||||||
პრეზიდენტი | ||||||||||||||||||||||
- | 1861–1865 | ჯეფერსონ დეივისი | ||||||||||||||||||||
ვიცე-პრეზიდენტი | ||||||||||||||||||||||
- | 1861–1865 | ალექსანდრ სტივენსი | ||||||||||||||||||||
საკანონმდებლო ხელისუფლება | აკშ-ის კონგრესი | |||||||||||||||||||||
- | ზედა პალატა | კონფედერაციის სენატი | ||||||||||||||||||||
- | ქვედა პალატა | წარმომადგენელთა პალატა | ||||||||||||||||||||
ისტორიული ერა | აშშ-ის სამოქალაქო ომი, ახალი იმპერიალიზმი | |||||||||||||||||||||
- | კონფედერაცია შეიქმნა | 4 თებერვალი 1861 | ||||||||||||||||||||
- | კონსტიტუციის მიღება | 11 მარტი, 1861 | ||||||||||||||||||||
- | ფ. სამტერის ბრძოლა | 12 აპრილი, 1861 | ||||||||||||||||||||
- | ვიცკსბურგის ალყა | 18 მაისი, 1863 | ||||||||||||||||||||
- | სამხედრო მარცხი | 9 აპრილი, 1865 | ||||||||||||||||||||
- | კოფედერაციის დაშლა | 5 მაისი 1865 | ||||||||||||||||||||
ფართობი | ||||||||||||||||||||||
- | 1860 | 1 995 392 კმ² (770 425 მლ²) | ||||||||||||||||||||
მოსახლეობა | ||||||||||||||||||||||
- | 1860 წელი | 9 103 332 | ||||||||||||||||||||
სიმჭიდროვე | 4,6 /კმ² (11,8 /მლ²) | |||||||||||||||||||||
- | მონები/1860 წელი | 3 521 110 | ||||||||||||||||||||
ვალუტა | კონფედერაციული დოლარი სახელმწიფო ვალუტები | |||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||
დღეს ამ ტერიტორიაზე | შეერთებული შტატები | |||||||||||||||||||||
ა. | ფართობი და მოსახლეობა არ შეიცავს მისურისა და კენტუკის, არც კონფედერაციულ არიზონას, წყლის ფართობი 5.7%. | |||||||||||||||||||||
ბ. | მონების რაოდენობა შედის ზემოთ 1860 წლისთვის მითითებულ მოსახლეობის რაოდენობაში. | |||||||||||||||||||||
შეერთებული შტატების მთავრობამ (კავშირი) შტატების გამოყოფა უარყო და კონფედერაცია არალეგიტიმურად ჩათვალა (აღიარა). აშშ-ის სამოქალაქო ომი 1861 წლის 12 აპრილს დაიწყო, მას შემდეგ რაც კონფედერანტებმა ფორტ სამტერს შეუტიეს, კავშირის მცირე ციხე-სიმაგრე, რომელიც სამხრეთ კაროლინაში, ჩარლსტონის ნავსადგურში მდებარეობდა. 1865 წლისთვის, მძიმე ბრძოლების შემდეგ, კონფედერაციული შტატების სამხედრო ძალების უმეტესობა დანებდა, რამაც საბოლოოდ ამერიკის კონფედერაციული შტატების გაუქმება (დაშლა) გამოიწვია. არცერთ უცხოურ სუვერენულ სახელმწიფოს ოფიციალურად არ უღიარებია კონფედერაციული შტატები, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. პირიქით გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთის იმპერიამ კონფედერაციას აგრესიული და მეომარი ქვეყნის სტატუსი მიანიჭეს. ომის ფორმალურად დასრულებამდე, ჯეფერსონ დეივისმა სინანულით თქვა, რომ კონფედერაცია 1865 წელს გაქრა.[2]