აბრაამ ლინკოლნი
აშშ-ის მე-16 პრეზიდენტი / From Wikipedia, the free encyclopedia
აბრაამ ლინკოლნი (ინგლ. Abraham Lincoln [ˈlɪŋkən]; დ. 12 თებერვალი, 1809 — გ. 15 აპრილი, 1865) — ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-16 პრეზიდენტი 1861 წლის მარტიდან 1865 წლის აპრილამდე, როდესაც ის მოკლეს. ის წარმატებით უძღვებოდა ქვეყანას ყველაზე რთული შიდა კრიზისის პერიოდში — ამერიკის სამოქალაქო ომის დროს. მან მოახერხა ერთიანობის შენარჩუნება და მონათმფლობელობის დასრულება. ლინკოლნი უმეტესწილად იყო თვითნასწავლი და პროფესიით ადვოკატი გახდა. 1830-იან წლებში იგი ასევე იყო ვიგების პარტიის ლიდერი და ილინოისის საკანონმდებლო ორგანოს წევრი, ასევე 1 ვადით 1847-1849 წლებში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მოღვაწეობდა.
აბრაამ ლინკოლნი Abraham Lincoln | |
აშშ-ის მე-16 პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 მარტი, 1861 – 15 აპრილი, 1865 | |
ვიცე-პრეზიდენტი | ჰანიბალ ჰამლინი (1861-1865), ენდრიუ ჯონსონი (1865) |
წინამორბედი | ჯეიმზ ბიუკენენი |
მემკვიდრე | ენდრიუ ჯონსონი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 მარტი, 1847 – 3 მარტი, 1849 | |
დაბადებული | 12 თებერვალი, 1809 ჰარდინი, კენტუკი |
გარდაცვლილი | 15 აპრილი, 1865 ვაშინგტონი |
ეროვნება | ამერიკელი |
პოლიტიკური პარტია | ვიგი (1832-1854), რესპუბლიკური პარტია (1854-1864), ეროვნული კავშირი (1864-1865) |
მეუღლე | მერი ტოდ ლინკოლნი |
საქმიანობა | ადვოკატი |
ხელმოწერა |
ლინკოლნს ორჯერ ჰქონდა აშშ-ის სენატში არჩევის წარუმატებელი მცდელობა. როგორც მონობის წინააღმდეგ აქტიურმა მებრძოლმა, მან რესპუბლიკური პარტიის შიდა არჩევნები მოიგო 1860 წელს, როდესაც აშშ-ის სამხრეთ ნაწილის თითქმის მხარდაჭერის გარეშე, ამავე წელს საპრეზიდენტო არჩევნებშიც გაიმარჯვა, რითაც იგი პირველი რესპუბლიკელი პრეზიდენტი გახდა. მისი არჩევა გახდა სიგნალი 7 სამხრეთული მონათმფლობელი შტატისთვის, რომ დამოუკიდებლობა გაეცხადებინათ და გამოყოფოდნენ შტატებს. ამ ყველაფერმა ლინკოლნის პარტიას საშუალება მისცა კონგრესზე კონტროლისა, მაგრამ არანაირი კომპრომისების და ცვლილებებზე გამოსავალი არ მოიძებნა. ლინკოლნმა მეორე ინაუგურაციის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ორივე პარტია აპროტესტებს ომს, მაგრამ ერთ-ერთმა მათგანმა შეიძლება დაიწყოს ომი, რომელშიც ნაციას აძლევთ საშუალებას გადარჩენის, მეორემ კი უნდა მიიღოს ომი, რომლებიც დაიღუპებიან, და ომი დადგეს“
სამოქალაქო ომის დროს იგი პირადად წარმართავდა საომარ მოქმედებებს კონფედერაციის წინააღმდეგ, რომელიც იუნიონის გამარჯვებით დასრულდა. ლინკოლნი მთელი ომის განმავლობაში წარმატებით ცდილობდა არ დაეშვა დიდი ბრიტანეთის და სხვა ევროპული ქვეყნების ინტერვენცია. მან გაატარა ღონისძიებები, რომლებმაც გამოიწვია მონათმფლობელობის გაუქმება. გამოსცა ემანსიპაციის პროკლამაცია 1863 წელს, რომელიც კონსტიტუციის მე-13 შესწორებით განმტკიცდა. 1864 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ლინკოლნი მეორე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად.
სამოქალაქო ომში კონფედერაციული შტატების კაპიტულაციიდან მეხუთე დღეს, 1865 წლის 14 აპრილს, იგი სამხრეთელთა მხარდამჭერმა ჯონ ბუთმა სასიკვდილოდ დაჭრა. ლინკოლნი მეორე დღეს დილით გონებაზე მოუსვლელად გარდაიცვალა. ის აშშ-ის ოთხ მოკლულ პრეზიდენტს შორის პირველი იყო. მეცნიერების მიერ იგი აშშ-ის ერთ-ერთ საუკეთესო პრეზიდენტადაა მიჩნეული. ლინკოლნის პორტრეტი 5 დოლარიან ბანკნოტზეა გამოსახული.