ჯოზეფ ბლეკი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯოზეფ ბლეკი (ინგლ. Joseph Black; დ. 16 აპრილი, 1728 — გ. 6 დეკემბერი, 1799) — შოტლანდიელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი. ანატომიის და ქიმიის პროფესორი გლაზგოს უნივერსიტეტში, ასევე მედიცინის და ქიმიის პროფესორი ედინბურგის უნივერსიტეტში. უნივერსიტეტში პროფესიულ საქმიანობას ეწეოდა 30 წელზე მეტხანს.
სწრაფი ფაქტები ჯოზეფ ბლეკი, დაბ. თარიღი ...
ჯოზეფ ბლეკი | |
---|---|
ინგლ. Joseph Black[1] | |
დაბ. თარიღი | 16 აპრილი, 1728(1728-04-16)[2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] |
დაბ. ადგილი | ბორდო[10] |
გარდ. თარიღი | 6 დეკემბერი, 1799(1799-12-06)[2] [4] [11] [7] [9] (71 წლის) |
გარდ. ადგილი | ედინბურგი[10] |
დასაფლავებულია | გრეიფრაიერსის სასაფლაო |
მოქალაქეობა | დიდი ბრიტანეთის სამეფო[1] |
საქმიანობა | ქიმიკოსი, ფიზიკოსი, სამეცნიერო მუშაკი და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | ედინბურგის უნივერსიტეტი და გლაზგოს უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ედინბურგის უნივერსიტეტი და გლაზგოს უნივერსიტეტი |
განთქმული მოსწავლეები | Benjamin Rush[12] |
მეუღლე | |
მამა | ete' sech[11] |
დედა | Margaret Duff |
დახურვა
ბლეკი დაიბადა საფრანგეთის ქალაქ ბორდოში. მამამისი იყო ღვინის ვაჭარი, წარმოშობით ბელფასტიდან, ხოლო დედა აბერდინშირიდან, შოტლანდიიდან, რომლის ოჯახიც ღვინის ბიზნესს ეწეოდა. ჯოზეფს თორმეტი და-ძმა ჰყავდა. 12 წლიდან ბელფასტში გრამატიკის სკოლაში სწავლობდა. 1746 წელს 18 წლის ასაკში გლაზგოს უნივერსიტეტში მოხვდა. შემდეგ ასევე სწავლობდა ედინბურგის უნივერსიტეტშიც.
ბლეკი უცოლშვილო გარდაიცვალა მის საკუთარ სახლში 1799 წელს 71 წლის ასაკში. დაკრძალულია გრეიფეირ-კირკიარდში.