ქუთაისი
ქალაქი საქართველოში / From Wikipedia, the free encyclopedia
ქუთაისი — ქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში, იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი, სიდიდით მეოთხე ქალაქი საქართველოში, საქართველოს სამეფოს ისტორიული დედაქალაქი, ქუთაისის საეპისკოპოსოს ისტორიული ცენტრი. მდებარეობს მდინარე რიონზე. მოსახლეობა 130 400 ადამიანი (2023).
ტერმინს „ქუთაისი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ქუთაისი (მრავალმნიშვნელოვანი). |
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ქუთაისი | |||||
| |||||
ქვეყანა | საქართველო | ||||
მხარე | იმერეთის მხარეიმერეთის მხარე | ||||
კოორდინატები | 42°15′00″ ჩ. გ. 42°42′00″ ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | იოსებ ხახალეიშვილი | ||||
დაარსდა | ძვ. წ. III საუკუნე | ||||
პირველი ხსენება | ძვ. წ. III საუკუნე | ||||
ადრეული სახელები | აია, ქუთაია, ქუთათისიუმი | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1811 | ||||
ფართობი | 70 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 120 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 130 400[1] კაცი (2023) | ||||
სიმჭიდროვე | 1926,14 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 99 % რუსები 0,4 % უკრაინელები 0,1 % სომხები 0,1 % | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
სატელეფონო კოდი | +995 431 | ||||
საფოსტო ინდექსი | 4600–4699[2] | ||||
ოფიციალური საიტი | http://kutaisi.gov.ge/ | ||||
ქუთაისის დოკუმენტური ისტორია იწყება ძვ. წ. III საუკუნიდან, თუმცა ანტიკური ავტორები მას თვლიან ძველი კოლხეთის სამეფოს (ძვ. წ. VIII ს.) დედაქალაქად. ქუთაისის ძველი სახელებია: აია, ქუთაია, ქუთათისიუმი. ქუთაისი საუკუნეების განმავლობაში, VIII-დან XIX საუკუნემდე, დასავლეთქართული სახელმწიფოს (მოგვიანებით იმერეთის სამეფოს) ცენტრი იყო. ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელის (VI ს.) ცნობით:
შუა საუკუნეებში ქუთაისის სახელი უკავშირდებოდა დავით აღმაშენებლის მოღვაწეობას, ახალ ეპოქაში — აკაკი წერეთლის, ზაქარია ფალიაშვილის, კოტე მარჯანიშვილის საქმიანობას. ქუთაისის და მისი შემოგარენის მთავარი ღირსშესანიშნაობანია: ბაგრატის ტაძრის ნანგრევები (XI ს.), გელათის მონასტერი (XII ს.), გეგუთის სასახლე (XII ს.), სათაფლიის მღვიმური ნაკრძალი, ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბო. ქუთაისში არის ქუთაის-გაენათის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.