ქართველები
კავკასიური ეთნიკური ჯგუფი / From Wikipedia, the free encyclopedia
ქართველები — ერი, ეთნიკური ჯგუფი (ეთნოსი), კავკასიის აბორიგენი (ავტოქთონური) მოსახლეობა, საქართველოს მკვიდრი, უძველესი ადგილობრივი წარმოშობის ხალხი — 3,5 მილიონი ადამიანი, შეადგენენ საქართველოს მოსახლეობის 83,8 %-ს.
სწრაფი ფაქტები ქართველები, საერთო მოსახლეობა ...
ქართველები | ||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||||||||||||||
საერთო მოსახლეობა | ||||||||||||||||||||||||||
დაახ. 5 - 7 მილიონი | ||||||||||||||||||||||||||
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | ||||||||||||||||||||||||||
საქართველო | 3 661 173[1] | |||||||||||||||||||||||||
თურქეთი | 100 000-1 000 000[2][3] | |||||||||||||||||||||||||
რუსეთი | 157 803[4] | |||||||||||||||||||||||||
აშშ | 150 000 (დაახ.) | |||||||||||||||||||||||||
ირანი | 60 000[5] | |||||||||||||||||||||||||
უკრაინა | 34 200[6] | |||||||||||||||||||||||||
საბერძნეთი | 22 875[7] | |||||||||||||||||||||||||
აზერბაიჯანი | 9900[8] | |||||||||||||||||||||||||
ყაზახეთი | 4990 | |||||||||||||||||||||||||
ბელარუსი | 2400 | |||||||||||||||||||||||||
კანადა | 2190 | |||||||||||||||||||||||||
ლატვია | 1155 | |||||||||||||||||||||||||
არგენტინა | 1050 [9][10][11] | |||||||||||||||||||||||||
ესტონეთი | 430 | |||||||||||||||||||||||||
ავსტრალია | 385 | |||||||||||||||||||||||||
დასავლეთი ევროპა | 50 000 (დაახ.) | |||||||||||||||||||||||||
ენები | ქართული, მეგრულ–ლაზური, სვანური, წოვათუშური (ბაცბური), აფხაზური | |||||||||||||||||||||||||
რელიგიები | მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი, მაჰმადიანობა[12] |
დახურვა
ქართველები საქართველოს ყველა გეოგრაფიულ ზოლში (მთა, ბარი, ზეგანი) ცხოვრობენ, დასახლების უკიდურეს ზღვარშიც: ერთი თემი სვანეთში, უშგულში, დასახლებულია ზღ.დ. 2250 მ. სიმაღლეზე. მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ. კმ-ზე საშუალოდ 51 კაცს უდრის, დამუშავებული ფართობის მიხედვით — 255 კაცს 1 კვ. კმ-ზე.