ქანთრის დიდების დარბაზი და მუზეუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
ქანთრის დიდების დარბაზი და მუზეუმი (ინგლ. Country Music Hall of Fame and Museum) — ერთ-ერთი უმსხვილესი მუზეუმი, პოპულარული მუსიკის კვლევითი ცენტრი და ქანთრის არტეფაქტების საცავი.[2] მდებარეობს ნეშვილში, ტენესის შტატში და აკრედიტებულია ამერიკის ეროვნული მუზეუმების ალიანსის მიერ. დაარსების დღიდან მუზეუმს მართავს არაკომერციული ორგანიზაცია „ქანთრი მუსიკის ფონდი“.
ქანთრის დიდების დარბაზი და მუზეუმი | |
---|---|
ინგლ. Country Music Hall of Fame and Museum | |
36°09′29″ ჩ. გ. 86°46′34″ დ. გ. | |
დაარსდა | 1961 |
ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები |
დამაარსებლები | CMA |
მდებარეობა | ნეშვილი |
ვიზიტორები | 1 245 106 (2017)[1] |
დირექტორი | კაილ იანგი |
ოფიციალური საიტი | [ოფიციალური ოფიციალური] |
სამუზეუმო და საგამოფენო საქმიანობის გარდა, დაწესებულება დაკავებულია ისტორიული ობიექტების მართვით, გამოსცემს იშვიათ მუსიკალურ და ვიდეო ჩანაწერებს, წიგნებს, აწარმოებს საგანმანათლებლო მასალებს, აგრეთვე უზრუნველყოფს ქანთრისთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო და საკონსულტაციო მომსახურებებს. ორგანიზაცია 1961 წლიდან მართავს „ქანთრის დიდების დარბაზის“ ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიას, სადაც ჯილდოვდებიან შემსრულებლები, სიმღერების ავტორები და პიროვნებები ქანთრი მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის.[3]