სევილიის მუნიციპალიტეტები
ვიკიმედიის თარგი / From Wikipedia, the free encyclopedia
სევილიის პროვინცია შედის ანდალუსიის ავტონომიურ გაერთიანებაში და შედგება 106 მუნიციპალიტეტისაგან. ესპანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის (ესპ. Ley reguladora de las Bases del Régimen Local) თანახმად მუნიციპალიტეტი წარმოადგენს სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ძირითად სუბიექტს, რომლის ძირითადი ელემენტებია ტერიტორია, მოსახლეობა და ადგილობრივი ადმინისტრაცია. თითოეულ მუნიციპალიტეტს აქვს საბჭო, კომისია (მინისტრთა კაბინეტის მსგავსი) და ყავს მერი (ალკალდი). მუნიციპალური საბჭოს წევრებს ირჩევენ პროპორციული არჩევნების გზით.[1][2]
სევილიის მუნიციპალიტეტები ერთიანდებიან 10 კომარკაში: ბახო-გვადალკივირი, ვეგა-დელ-გვადალკივირი, კამპანია-დე-კარმონა, კამპანია-დე-მორონ-ი-მარეჩა, სევილია, ლოს-ალკორესი, სიერა-ნორტე-დე-სევილია, სიერა-სურ-დე-სევილია, ელ-ალხარაფე და ესიხა.
სევილიის პროვინციის ფართობია 14 036 კმ² და 2019 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1 942 389 მაცხოვრებელს.[3] დედაქალაქია სევილია, რომელიც მოსახლეობის მიხედვით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია. ფართობით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია ესიხა (978,73 კმ²), ხოლო ყველაზე პატარა — კასტილიეხა-დე-გუსმანი (2,06 კმ²) [4].