სევილიის პროვინცია
From Wikipedia, the free encyclopedia
სევილია (ესპ. Sevilia) — პროვინცია სამხრეთ ესპანეთში, ანდალუსიის ჩრდილოეთით. იგი შემოსაზღვრულია ესპანეთის შემდეგი პროვინციებით: მალაგა, კადისი, უელვა, ბადახოსი და კორდობა.
სევილიის ფართობია 14,042 კმ². მოსახლეობა — 1 758 720 (2002 წლის მონაცემებით), რომლის 40 % ცხოვრობს მის დედაქალაქ სევილიაში. სიმჭიდროვე — 125,25 კაცი/კმ².
სევილიაში არის 105 მუნიციპალიტეტი.