საფრანგეთის პოლინეზია
From Wikipedia, the free encyclopedia
საფრანგეთის პოლინეზია (ფრანგ. Polynésie française, ტაიტ. Pōrīnetia farāni) — საფრანგეთის ზღვისიქითა გაერთიანება. მდებარეობს წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში. მისგან დასავლეთით მდებარეობს კუკის კუნძულების ტერიტორიული წყლები, ჩრდილო-დასავლეთით კირიბატის, ჩრდილოეთით, სამხრეთით და აღმოსავლეთით არის ნეიტრალური ტერიტორიული წყლები, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით არის პიტკერნის კუნძულების ტერიტორიული წყლები.
საფრანგეთის პოლინეზია | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
დევიზი: „Liberté, Égalité, Fraternité“ | ||||||
ჰიმნი: La Marseillaise |
||||||
|
||||||
დედაქალაქი | პაპეეტე 17°34′ ს. გ. 149°36′ ა. გ. | |||||
უდიდესი ქალაქი | ფააა | |||||
ოფიციალური ენა | ფრანგული | |||||
მთავრობა | საფრანგეთის ზღვისიქითა გაერთიანება | |||||
- | საფრანგეთის პრეზიდენტი | ფრანსუა ოლანდი | ||||
- | საფრანგეთის პოლინეზიის პრეზიდენტი | გასტონ ტონგ-სანგი | ||||
- | უმაღლესი კომისარი | ადოლფ კოლრატი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 4 167 კმ2 (173-ე) | ||||
- | წყალი (%) | 12 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2012 შეფასებით | 268 270 (177-ე) | ||||
- | სიმჭიდროვე | 72,95 კაცი/კმ2 (130) | ||||
მშპ (მუპ) | 2006 შეფასებით | |||||
- | სულ | $5.65 მილიარდი | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $21 999 | ||||
ვალუტა | საფრანგეთის წყნაროკიანული ფრანკი (XPF ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC-10:00, UTC-09:30, UTC-09:00 | |||||
Internet TLD | .pf | |||||
სატელეფონო კოდი | 689 |
საფრანგეთის პოლინეზია წარმოადგენს მრავალი კუნძულისგან შემდგარ არქიპელაგს, მათ შორის აღსანიშნავია: საზოგადოების კუნძულები, ტუამოტუს კუნძულები, მარკიზის კუნძულები, ტუბუაი. ფრანგული პოლინეზიის ფართობი შეადგენს — 4167 კმ², მოსახლეობა — 268 270 კაცი (2012 აღწერით). ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი პაპეეტე, ეს ქალაქი მდებარეობს კუნძულ ტაიტიზე (უდიდესი კუნძული საფრანგეთის პოლინეზიაში, 1 ათასი კმ²).
ამ ტერიტორიას მართავს საფრანგეთის უმაღლესი კომისარი. ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოებია — მინისტრთა საბჭო და ტერიტორიული ასამბლეა.