ოლბანი
From Wikipedia, the free encyclopedia
ოლბანი (ინგლ. Albany) — ქალაქი ავსტრალიაში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, დასავლეთი ავსტრალიის შტატში. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 26 643 ადამიანს[1]. მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე შეადგენს 326,51 ადამიანს. ოლბანი შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ პერტიდან დაშორებულია 408 კილომეტრით. ოლბანი არის საპორტო ქალაქი, რომელიც გაშენებულია ავსტრალიის დიდი ყურის სანაპიროზე. დაარსდა 1827 წელს. ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ყველაზე ცივი — ივლისი და აგვისტო. ნალექების ყოველწლიური რაოდენობა შეადგენს 932.6 მმ-ს.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |
---|---|
ოლბანი ინგლ. Albany | |
ქვეყანა | ავსტრალია |
შტატი | დასავლეთი ავსტრალიადასავლეთი ავსტრალია |
კოორდინატები | 35°01′20″ ს. გ. 117°52′50″ ა. გ. |
დაარსდა | 1827 |
ფართობი | 81,6 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 0 მეტრი |
ოფიციალური ენა | Australian English |
მოსახლეობა | 26 643 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 326,51 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
საფოსტო ინდექსი | 6330 |
ოფიციალური საიტი | albany.wa.gov.au |
დახურვა