მალაის არქიპელაგი
From Wikipedia, the free encyclopedia
მალაის არქიპელაგი — კუნძულთა ჯგუფი, რომელიც მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მატერიკსა და ავსტრალიას შორის. სახელი ეწოდა მალაური რასის ანაქრონისტული თეორიის შესაბამისად. კუნძულთა ამ ჯგუფს ხშირად ინდონეზიის არქიპელაგსაც ეძახიან.
არქიპელაგი მდებარეობს ინდოეთისა და წყნარ ოკეანეებს შორის და მოიცავს 25.000 კუნძულს. ფართობის მიხედვით, მალაი მსოფლიოში უდიდესი არქიპელაგია. მოიცავს ინდონეზიის, ფილიპინების, სინგაპურის, ბრუნეის, აღმოსავლეთ ტიმორისა და მალაიზიის აღმოსავლეთ ტერიტორიებს. ხშირად, კუნძულ ახალ გვინეას მალაის არქიპელაგის შემადგენელ ნაწილად არ მოიაზრებენ.