კურილის კუნძულები
From Wikipedia, the free encyclopedia
კურილის კუნძულები (რუს. Курильские острова, იაპ. 千島列島 Chishima rettō) — ვულკანური არქიპელაგი წყნარი ოკეანისა და ოხოტის ზღვის საზღვარზე, კუნძულ ჰოკაიდოს ჩრდილოეთით, გადაჭიმულია 1 300 კმ-ზე. ადმინისტრაციულად შედის რუსეთის სახალინის ოლქში. არქიპელაგში 56 დიდი და სხვა უამრავი პატარა კუნძულია. მათი საერთო ფართობი დაახლოებით 15 600 კმ²-ია,[1] მოსახლეობა 19 000 ადამიანი (2010).[2]
კუნძულები მთლიანად რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ იმყოფება, მაგრამ მის სამხრეთით მდებარე ორ დიდ კუნძულს (იტურუპი და კუნაშირი), ისევე როგორც პატარა კუნძულებს — შიკოტანსა და ჰაბომაის, მოითხოვს იაპონია. ეს დავა „კურილის კუნძულების კონფლიქტის“ სახელითაა ცნობილი.