იორი
მდინარე საქართველოსა და აზერბაიჯანში / From Wikipedia, the free encyclopedia
იორი (აზერ. Qabırlı; ისტ. სახელწოდებები: კამბისი, ქაბრი, ღანუხი, მცირე ალაზანი[1]) — მდინარე საქართველოსა და აზერბაიჯანში. სათავეს იღებს კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მწვერვალ ბორბალოსთან, ზღვის დონიდან 2600 მ სიმაღლეზე. ზემოწელში მიედინება ხეობაში, შუაწელზე კვეთს სამგორის ქვაბულს და ერთვის მინგეჩაურის წყალსაცავს. წარსულში იორი უერთდებოდა მდინარე ალაზანს მარჯვენა მხრიდან. ივრის სიგრძეა 320 კმ, აუზის ფართობი — 4650 კმ². საზრდოობს ძირითადად თოვლისა და წვიმის წყლებით. ივრის მარცხენა შენაკადებია: საგამი, გომბორი, ორვილი, ლაფიანხევი; მარჯვენა — ხაჩრულა, ქუსნო, აძეძი, გორანა და სხვა. ქვემო დინებაში აქვს დროებითი შენაკადები. წყლის საშუალო ხარჯი შესართავიდან 43 კმ-ში 12 მ³/წმ.[2]
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იორი (მრავალმნიშვნელოვანი). |
იორი | |
---|---|
ჯაბა ლაბაძის ფოტო | |
ქვეყანა |
საქართველო აზერბაიჯანი |
ტერიტორიული ერთეულები |
თიანეთის მუნიციპალიტეტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი სიღნაღის მუნიციპალიტეტი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
მარჯვენა შენაკადები | ხაჩრულა, ქუსნო, აძეძი, გორანა |
მარცხენა შენაკადები | საგამი, გომბორი, ორვილი, ლაფიანხევი |
სათავე |
ანწუხელიძე 42°20′40″ ჩ. გ. 45°14′36″ ა. გ. |
სათავის მდებარეობა | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
სათავის სიმაღლე | 2600 მ |
შესართავი |
მინგეჩაურის წყალსაცავი 41°02′03″ ჩ. გ. 46°30′11″ ა. გ. |
შესართავის მდებარეობა | აზერბაიჯანი |
სიგრძე | 320 კმ |
აუზის ფართობი | 4650 კმ² |
მდინარის სისტემა | მინგეჩაურის წყალსაცავი → მტკვარი → კასპიის ზღვა |
წყლის ხარჯი (საშ.) | 12 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
იორი ვიკისაწყობში |
იორი სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებისაა. ივრის ხეობას დასაწყისში აქვს ვიწრო და ღრმა მთის ხეობის ფორმა, შემდგომ იგი გადადის თიანეთის ვაკეში, მასში ჩამდინარე ორი შენაკადით — ქუსნოთი და საგამით, მთავრდება სიონის ხეობით, სადაც სიონის წყალსაცავია შექმნილი. მდინარე იორი ივრის ზეგანს ორ: იორი-ალაზნის და იორი-მტკვრის ნაწილად ყოფს. ივრის მარცხენა ნაპირზე გავრცელებულია ნეშომპალა-სულფატური და დამარილიანებული მიწები.[3]
იორზე აგებულია მარეგულირებელი სიონის წყალსაცავი. ივრის წყლით შეიქმნა თბილისის ზღვა. მდინარე ივრის ქვემო დინებაში გაშენებულია დალის მთის წყალსაცავი, რომლის წყლის მოცულობა უდრის 140,0 კმ³-ს.[4] ივრის წყლით ირწყვის 90 ათ. ჰა-ზე მეტი ფართობი ივრის ზეგანზე. მდინარეზე აგებულია რამდენიმე სარწყავი სისტემა, რომელთაგან მთავარია სამგორის ზემო და ქვემო მაგისტრალური არხები.[2]